გიორგი ილურიძე: დიახ, გორის "დილასგან" მივიღე შეთავაზება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდი გიორგი ილურიძე კარიერას, დიდი ალბათობით, გორის "დილაში" გააგრძელებს. ამჟამად ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ფეხბურთელმა "ლელოს" შემდეგი უთხრა:

"ამ ეტაპზე, დღეში ორჯერ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მაისის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი "ზესტაფონთან" და სანამ ეს ვადა არ გავა, ახალ გუნდში ვერ გადავალ. ეს ფაქტია.

ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ "დილასგან" მივიღე შეთავაზება და ეს ვარიანტი აქტუალურია. დაველოდოთ მაისის ბოლოს", - გვითხრა ილურიძემ, ვისაც აქამდე "ანჟიში", "დილაში", "ჰაიდუკში", "ერმისსა" და "ზესტაფონში" უთამაშია.

2012/13 წლების სეზონში ის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო "დილას"
წარმატებულ ევროოდისეაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მსაჯებს უფხილდეთ მთავარია ეხლაა,არ ჩაგვწვან,უფალი გფარავდეთ...
temo
11:08 06-05-2015
0
მოოდი გიო მოდი :))))))))))))
butto
17:20 05-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული