ამ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ ბოლნისის "სიონის" დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლადო ბურდულს.
- მესამე დიდი სკანდალი მოხდა ქართულ ფეხბურთში. ცუდი ის არის, რომ ეს ხალხი თავისას არ იშლის. ფაქტია, ეს ტრაგედიაა ყველა იმ ა
იმედი მაქვს, ის, რაც მოხდა, ბოლო იქნება და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელიც... თუ ვინმე აპირებდა ასეთ რამეს, აღარ იფიქრებს ამაზე.
- როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ასეთი ფაქტები?
- ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მთელი საფეხბურთო მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა იტალიაში. ესპანეთშიც აღმოაჩინეს ასეთი ფაქტები. ცუდი ისაა, რომ მათგან მხოლოდ იმას ვიღებთ, რაც ცუდია და არა იმას, რაც კარგია.
პრევენციის კუთხით, კარგია ის, რომ სამართალდამცველები ასე აქტიურად მუშაობენ. ყველა კლუბს ჰყავს ხელმძღვანელობა. თუ ვინმეზე ოდნავ მაინც იფიქრებ ასეთ რამეს, უნდა დაელაპარაკო, უნდა აუხსნა, სანამ აქამდე მივა საქმე.
- განსაკუთრებით ცუდი ისაა, რომ ამ საქმეში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან გარეულნი...
- გული ძალიან მტკივა ამის გამო. იმ ახალგაზრდასაც უნდა ჰქონდეს გათავისებული დიდი პასუხისმგებლობა. ფაქტი ერთია - ეს ჩვენი, ყველას დიდი სირცხვილია და მეც, როგორც ქართულ ფეხბურთში დასაქმებულ რიგით ადამიანს, მრცხვენია ამის გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"