უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: "მერანმა" შინ მოიგო, "შუქურამ" - სტუმრად

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVII ტური ორი მატჩით გაიხსნა.

მცხეთაში "ვიტ ჯორჯიამ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა გაიტანა.

მარტვილში "მერანმა" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია - 3:0. სტუმრებმა მხოლოდ პირველი ტაიმი გაძლეს, შემდეგ კი მათ კარში გოლები აკაკი შულაიამ (47-ე წუთი), დათა ციცხვაიამ (49) და ნოდარ კიკნაველიძემ (75) გაიტანეს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს, 9 მაისს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი
ლიგის XXVII ტურის წინათქმის ნაცვლად: როდის ამოვალთ სიბინძურიდან?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული