კოლხეთი-მერანი 3:0 - მეგრული (ეპი)ლოგიკა გურიაში

AutoSharing Option
...ისეთი პირი უჩანდა, ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 81-ე წუთზე საბედისწერო შეცდომა მოუვიდა მარტვილელთა გამოცდილ მეკარე ზურაბ მამალაძეს, რომელმაც შოთა ჯიქიას დარტყმული უხერხულად მოიგერია... საკუთარ კარში.

არადა, ამ დრომდე თუ გუნდები უგოლოდ მივიდნენ, სწორედ მეკარეების, უფრო მეტად კი, მამალაძის დამსახურება იყო.

შესაბამისად, მეტი შანსი "კოლხეთს" ჰქონდა, თუმცა საუკეთესო - "მერანმა" შექმნა, როცა ნომინალური მასპინძლები ხარიხამ და მეკარემ გადაარჩინეს.

თავის მხრივ, მამალაძემ გაანეიტრალა რამდენიმე ხიფათი - ერთხელ ლევან კაკულია მცველთან შეჯახებას აერიდა, თორემ პენალტს გამოიმუშავებდა, თამაზ ჟიშკარიანის საჯარიმოში დაცემა კი ტრიბუნიდან პენალტს
ჰგავდა, ოღონდ არა - იქვე მდგომი და მატჩის ჩინებულად განმსჯელი გიორგი ყრუაშვილისთვის.

ალბათ, მეკარის "წვლილი" იყო მეორე გოლშიც, თუმცა თედო კაკულიას დარტყმული კარისკენ რიკოშეტით წავიდა.

აქვე, ნუ დავუკარგავთ ზაზა ინაშვილს ორ იღბლიან შეცვლას. მისი გუნდის მოგება ლოგიკური იყო, ანგარიში, ალბათ - არა. ფოთელებმა ხომ მეტოქის დემორალიზებით დამატებულ წუთებზეც ისარგებლეს, როცა სტუმრებმა მეკარის საჯარიმოში მეტოქეს სრული თავისუფლება მისცეს და მერაბ გიგაურმა გურიაში გამართულ მეგრულ დერბის საბოლოო სახე მისცა - 3:0.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-მერანი 3:0
გოლები: 1:0 ჯიქია (81), 2:0 თ. კაკულია (90), 3:0 გიგაური (90+3)
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ამბროლაძე (64. თ. კაკულია), გურეშიძე, გიგაური, ლ. კაკულია (79. ქორჩილავა), ჟიშკარიანი, ნ. სიჭინავა (46. შ. ჯიქია).
სათადარიგოები: ძაგანია, კ. ბარამიძე, სარსანია, გუგუშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე (70. შულაია), ფონიავა, წყაროზია, ქიქავა, გეგეჭკორი, ფიფია (85. ჯღამაია), დ. ციცხვაია (63. ს. ლომია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, წურწუმია, გეგია, ი. ციცხვაია
მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გაფრთხილება: კილასონია (36), ფიფია (55), თ. კაკულია (70)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ორი ტური
XXIX ტური

17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი

XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული