თბილისის "დინამოს" ღირსებას ბაჩანა არაბული და ზაზა ჭელიძე დაიცავენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" კიდევ ორი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა - გია გეგუჩაძის გუნდის ღირსებას 21 წლის შემტევი ბაჩანა არაბული და 28 წლის მცველი ზაზა ჭელიძე დაიცავენ. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

არაბულის ბოლო კლუბი "ცხინვალი" იყო, მანამდე კი ის გორის "დილასა" და ესპანური "ალკორკონის" ღირსებას იცავდა.

ჭელიძე ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა, მანამდე კი რუსთავის "მეტალურგში", ბრესტის "დინამოში", "ზესტაფონსა" და "გომელში" უთამაშია.

თბილისის "დინამომ", რომელიც წელს ევროთასებზე იასპარეზებს, ახალი სეზონისთვის მზადება ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე, 4 ივნისს, არასრული გუნდით დაიწყო.

შეგახსენებთ,
რომ კლუბთან ახლახან კონტრაქტები ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი ბეგაშვილმა, გიორგი გურულმა და არჩილ ტვილდიანმა გააფორმეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბული სერიოზული შენაძენია, ბრავო გეგუჩაძეს!
georgiano
18:17 06-06-2015
0

სიახლეები პოპულარული