მან "ლელოს" დაუდასტურა, რომ უცხოეთში წასვლა სურს, მაგრამ უკვირს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოლაპარაკება სამ კლუბთან აქვს - უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ლოკომოტივთან", "სამტრედიასა" და მის ყოფილ გუნდ ქუთაისის "ტორპედოსთან". ისიც თქვეს, გიგაურს უცხოური ვარიანტებიც აქვსო.
"ჯერჯერობით, თავადაც არ ვიცი, კარიერას რომელ გუნდში გავაგრძელებ. სამივე მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ არ ვიცი, საიდან დასახელდა ეს
რეალურად, უცხოეთში წასვლის სურვილი მქონდა. კვიპროსზეც იყო ზოგადი ლაპარაკი, მაგრამ მას მერე იქიდან არავინ დამკავშირებია.
ერთი სიტყვით, ჯერ ვერ ვამბობ, რომ "კოლხეთიდან" წამოვედი. ვისარგებლებ შემთხვევით და, ფოთელ გულშემატკივრებსა და "კოლხეთის" ხელმძღვანელობას თანადგომისთვის მადლობას გადავუხდი", - ამბობს გიგაური.
"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი კი ამბობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა საჭირო ფეხბურთელების შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბიუჯეტის ოდენობა ჯერაც გაურკვეველია.
ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "კოლხეთი" შეკრებას თურქეთში გაივლის - პორტის ვალდებულებაში წერია, რომ გუნდს წელიწადში ორ შეკრებას მოუწყობს და ეკიპირებას შეუძენს.
ცნობილია, რომ ფოთის "კოლხეთი" დატოვა ლევან შენგელიამ, რომელიც კარიერას ფრანგულ "ლილში" გააგრძელებს. ლატვიურ "ვენტსპილსში" ისინჯება ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე, ალეკო ქორჩილავა და აპოლონ სარსანიაც ახალ გუნდს მოძებნიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"