როგორ ხვდება "დილა" ჩემპიონთა ლიგას - პატარა გორის დიდი ტრანსფერები

AutoSharing Option
გორის "დილა" ახალი სეზონისთვის სამზადისს 11 ივნისს დაიწყებს. მანამდე, წესით, ისეთი სატრანსფერო სიახლეები გამოცხადდება, გულშემატკივარს ძალიან რომ გაახარებს.

როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას დაიცავენ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები: ნუკრი რევიშვილი (ბოლო კლუბი - "ტოსნო", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), დავით კვირკველია ("სამტრედია"), ალეკო ამისულაშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი) და გიორგი ილურიძე ("ზესტაფონი").

ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გორელები ერთობ ანგარიშგასაწევ გუნდს აყალიბებენ, მით უმეტეს, დაგეგმილია უცხოური შეკრებაც.

არ არის
გამორიცხული, "დილამ" სხვა ფეხბურთელებიც შეიმატოს, მათ შორის - ლეგიონერები. როგორც ვიცით, განიხილება რამდენიმე უცხოელი ფორვარდის კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უჩა სოსიაშვილი: ხომ გახსოვთ, "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა?!
მკითხველის კომენტარები / 17 /
რაღა დროს კვირკველიაა?
Realmadrid
23:07 10-06-2015
0
მე ზუგდიდელივარ... და ევროთასებზე ნებისმიერ ქათულ კლუბს ფანატიკურად უგულშემატკივრებ.. გორის მიმართ სიმპათიები მაქვს თან სახელი დილა დიდი ბელადის ლექსის საპატივცემლოდ ქვია. ისე კომენტარებს გადავხედე და მინდა გითხრათ ზუგდიდში 69 ათასზე მეტი მოსახლეა ქალაქად და სოფლად 100 ათაზე მეტი, დევნილები კი40 ათაზზე მეტი..
ლევან
23:18 10-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული