როგორ ხვდება "დილა" ჩემპიონთა ლიგას - პატარა გორის დიდი ტრანსფერები

AutoSharing Option
გორის "დილა" ახალი სეზონისთვის სამზადისს 11 ივნისს დაიწყებს. მანამდე, წესით, ისეთი სატრანსფერო სიახლეები გამოცხადდება, გულშემატკივარს ძალიან რომ გაახარებს.

როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას დაიცავენ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები: ნუკრი რევიშვილი (ბოლო კლუბი - "ტოსნო", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), დავით კვირკველია ("სამტრედია"), ალეკო ამისულაშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი) და გიორგი ილურიძე ("ზესტაფონი").

ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გორელები ერთობ ანგარიშგასაწევ გუნდს აყალიბებენ, მით უმეტეს, დაგეგმილია უცხოური შეკრებაც.

არ არის
გამორიცხული, "დილამ" სხვა ფეხბურთელებიც შეიმატოს, მათ შორის - ლეგიონერები. როგორც ვიცით, განიხილება რამდენიმე უცხოელი ფორვარდის კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უჩა სოსიაშვილი: ხომ გახსოვთ, "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა?!
მკითხველის კომენტარები / 17 /
გუგლი ხომ გაგიგიათ ვისაც ეპარება ეჭვი გორის მოსახლეობაში იქ ნახოს
Zura
15:40 11-06-2015
0
გორელი ვარ და მე მასწავლით რამდენი ცხოვრობს გორში სოფლების გარეშე?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული