"სამტრედია": დათუნაიშვილი დარჩა, მუჯრიშვილი ჩემპიონებთან...

AutoSharing Option
ევროპალიგის მიღმა დარჩენილმა "სამტრედიამ" ლამის ყველა ფეხბურთელი გაუშვა. იშვიათი გამონაკლისი გიორგი დათუნაიშვილი აღმოჩნდა, რომელსაც კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა და ბოლო ინფორმაციით, გამოცდილი ნახევარმცველი ამ წინადადებას დათანხმდა.

ორიოდე დღის წინათ, დათუნაიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში არ დამალა, რომ "სამტრედიაში" დარჩენას სთავაზობდნენ. მაგრამ მენეჯერი ყაზახეთის უმდიდრეს კლუბ ალმათის "ქაირათში" მოწყობას შეჰპირდა და სამტრედიელთა შეთავაზებაზე დათანახმებას სწორედ ამ ვარიანტის გამო არ ჩქარობდა.

როგორც გამოჩნდა, ყაზახეთში წასვლა არარეალური ყოფილა და დათუნაიშვილიც "სამტრედიაში" კიდევ ერთი წლით დარჩა.

მანამდე კი იმერულ კლუბში კონტრაქტები ლაშა შერგელაშვილსა და გიგი იოსელიანს
გაუფორმეს.

ამას გარდა, გუნდი დატოვა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა, რომელიც გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მაგრამ 31 წლის კიპერი სეზონის მსვლელობისას ორჯერ დაშავდა და სეზონი, ფაქტობრივად, გამოტოვა. მუჯრიშვილი გორის "დილაში" გადავიდა და ახალი სეზონისთვის ჩემპიონებთან ერთად ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული