
ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აქამდე 27 წლის მცველი ლატვიურ "რიგასში" გამოდიოდა, თუმცა 2019 წლის პირველ იანვარს გუნდი დატოვა.
შერგელაშვილმა საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება "იანინას", ის საბერძნეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა. 19 იანვარს კი მეორეადგილოსან "ოლიმპიაკოსს" ხვდება.