ლანჩხუთის "გურიამ" ამხანაგურ მატჩში ჯერ ხობის "კოლხეთს" მოუგო, შემდეგ მარტვილის "მერანს"

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ახალი სეზონისთვის ემზადება. 18 ივლისს კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილებმა ამხანაგურ მატჩში ხობის "კოლხეთს" უმასპინძლეს და 5:0 დაამარცხეს.

წილოსანმა და ციცხვაიამ დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც ნარიაშვილმა გაიტანა.

გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ხიზანეიშვილი, გაბრიჩიძე, კობერიძე, ნ. ნარიაშვილი, ს. ბახია, კვარაცხელია, ვ. წილოსანი; შეცვლაზე: გოგუაძე, შ. ოლიფერენკო, რ. წილოსანი, ლ. მჭედლიშვილი, ნოზაძე, წერეთელი, რეხვიშვილი, ი. ოლიფერენკო, ახალაია, ციცხვაია, ს. ბახია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "გურიამ" ბოლნისის "სიონთან" 1:1 ითამაშა, ხოლო თერჯოლის "საპოვნელას" 3:2 მოუგო.

19 ივლისს კი ლანჩხუთელებმა გრიგოლეთში მარტვილის "მერანი" მიიღეს
და 3:1 მოუგეს. პირველი ტაიმი "მერანმა" მოიგო, თუმცა "გურიამ" მეორე ნახევარში იძალა და სამი უპასუხო გოლი (ჯიქია, ციცხვაია, მოსიაშვილი) გაიტანა.

გურია: დაუშვილი, ჩადუნელი, ორბელაძე, გელაშვილი, კილაძე, მაისურაძე, ჩიკვილაძე, მოსიაშვილი, ზაქრაძე, შალამბერიძე, ჯიქია; შეცვლაზე: ნოზაძე, ლ. მჭედლიშვილი, გაბრიჩიძე, კობერიძე, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ვ. წილოსანი, ციცხვაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლანჩხუთის "გურიამ" ამხანაგურ მატჩში ჯერ ხობის "კოლხეთს" მოუგო, შემდეგ მარტვილის "მერანს"... ნუ სათაურია ისეთი რო გლეჯავს,,ეს როგორ ზედიზეედ?:D:D:D
0

სიახლეები პოპულარული