ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონიდან" პორტუგალიელი ლუის ალბერტო დაიმატა

AutoSharing Option
პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, რომელიც გასულ სეზონში ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

აჭარულ კლუბსა და 23 წლის ფეხბურთელს შორის კონტრაქტი, რომელიც ერთი სეზონით განისაზღვრა, დღეს გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ალბერტომ ბოლნისელთა რიგებში გასულ სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მედინა მადრიდის "ატლეტიკოს" სკოლის აღზრდილია. გარდა ამისა, ის პორტუგალიასა და ესპანეთში სხვადასხვა ლიგის გუნდებში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეუფ...
Raul
15:50 23-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული