თბილისის "ლოკომოტივი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
23 ივლისს, საგურამოს ბაზაზე თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე ილაპარაკეს.

ვასილ მაისურაძე, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:

"გუნდის პოლიტიკაა ჩვენი ქვეყნისთვის ფეხბურთელების გაზრდა და კვლავ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ყველა დამატებული ფეხბურთელი ჩვენს საკადრო პოლიტიკასა და განვითარების გეგმაში ჯდება. ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე საბრძოლველად და გამარჯვებისთვის გავალთ და იმედია, ლამაზ ფეხბურთსაც ვაჩვენებთ".

"ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ სწორ საკადრო პოლიტიკაზე ილაპარაკა:

"ჩვენი უპირველესი ამოცანა ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა და გზაზე დაყენება იყო და იქნება - ყველა დანარჩენი მიზნის მიღწევისას აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ.

პირველი სამი კვირა საგურამოში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. პარასკევიდან კი გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე იქნება და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

რაც შეეხება დაფინანსებას, კლუბისთვის წელიწადში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. იმედია, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდება და კერძო კლუბებს დაგვეხმარებიან".

საინტერესო სიახლე ისაა, რომ "ლოკომოტივის" დირექტორად ამავე გუნდისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე გიორგი ყიფიანი დაინიშნა. ქართული ფეხბურთის ლეგენდის, დავით ყიფიანის ვაჟმა შარშან ამსტერდამში სპორტული მენეჯმენტის კურსები წარმატებით დაამთავრა, არის საგურამოში "ლოკომოტივის" მეპატრონის მიერ დაფუძნებული ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი და "სილქ TV"-ზე საფეხბურთო გადაცემა "105 წუთის" წამყვანი.

"კლუბი ახალგაზრდული პოლიტიკის ერთგული რჩება. გვჯერა, მომავალი სწორედ ამ მიმართულებას აქვს. ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 19-20 წელია. ყველაზე ასაკოვანი 24 წლის გვყავს - ზვიად ქანთარია. ის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იმიტომ დავიმატეთ, რომ ჩვენს საფეხბურთო გემოვნებაში ჯდებიან.

არ მეშინია ამის თქმის, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ვინაიდან ეს საქართველოს ჩემპიონატია, სადაც კონკურენცია ყველასთან შეიძლება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევა ჩვენც შეგვიძლია", - ამბობს ყიფიანი.

"ლოკომოტივი" ავსტრიაში 12 დღე მოემზადება და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს: "მაკაბისთან", თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ესქიშეჰირსფორთან" და ავსტრიულ და ყატარის უმაღლესი ლიგების გუნდებთან, მეხუთე მეტოქის ვინაობა კი ადგილზე დაზუსტდება.

უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ითამაშებს არა საგურამოს სტადიონზე, სადაც გულშემატკივრებს მისვლა უჭირთ, არამედ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე.

"ლოკომოტივის" მატჩების ტელერეპორტაჟებს "სილქ სპორტი" გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თბილისელი ვარ და დინამოს ვერ ვგულშემატკივრობ ისეთ სიბინძურეები მაქვს ნანახი და გაგონილი მაგათზე.გამეხარდა ლოკომოტივის დაბრუნება უმაღლესში.მაისურაძე ძალიან კარგი მწვრთნელია და ახალგაზრდებს აძლევს შანსს რამეს მიაღწიონ და ეგრეც გამოდის მხოლოდ ლოკომოტივიდან გადავიდა კარგ გუნდში ფეხბურთელი.მე პირადად როცა შემეძლება ვივლი ლოკომოტივის თამაშებზე და ვუგულშემატკივრებ.
zviadi
08:14 25-07-2015
0
რომ იცოდე არსენალიც უბნის გუნდია და ჩელსიც
1-ს
19:17 24-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული