გოლები 3-წუთიან მონაკვეთში გავიდა: დავით კირკიტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი კუხიანიძემ აქცია, შემდეგ კი პენალტი უკვე ქუთაისელთა კარში დაინიშნა და წონასწორობა ერეკლე კილაძემ აღადგინა. საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა - 1:1.
საინტერესოა, რომ "გურია" ტესტმატჩებში წაუგებელია - კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილებმა 7 სპარინგიდან 4 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
"ტორპედო": სომხიშვილი (46. თევდორაძე), ოდიკაძე (70. ნერგაძე), ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი (60. ბაბუნაშვილი), დ. სიჭინავა (60. ნიკონოვი), კუხიანიძე (70. ხურციძე),
მომდევნო საკონტროლო მატჩს "ტორპედო" 5 აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პირველლიგელ ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" გამართავს.
საინტერესოა, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა უარყვეს ინფორმაცია, თითქოს, თბილისის "დინამოსთან" 31 ივლისისთვის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ფანების მოთხოვნით ჩაიშალა. როგორც გაირკვა, უშუალოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ დეტალებზე და ამაზე გავლენა სხვა ფაქტორებს არ ჰქონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"