დინამო (ბთ)-გურია 1:3 - ყოჩაღ, "გურია"!

AutoSharing Option
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. უმაღლესი ლიგის გუნდები მზადებას აგრძელებენ.

გუშინ, 4 აგვისტოს, ქობულეთის "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" ესპარინგა და... 1:3 წააგო.

თუმცა თავიდან შოთა ჭეიშვილის შეგირდები დაწინაურდნენ - გიორგი გაბედავას გადაცემით გელა გოგიტიძემ იხეირა.

ვითარება ვასილ მაისურაძის ფორმაციის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ვანო წილოსანის შესვლის შემდეგ შეიცვალა. ის კახა გოგიჩაიშვილმა მოედანზე პირველივე ტაიმში შეუშვა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი დუბლი შეასრულა და "გურია" დააწინაურა.

საბოლოო ანგარიში კი ლანჩხუთელთა ახალწვეულმა ლაშა ჩაფიძემ
დააფიქსირა.

ამხანაგური მატჩი
დინამო ბთ-გურია 1:3
გოლები: 1:0 გოგიტიძე (10), 1:1 ვ. წილოსანი (40), 1:2 ვ. წილოსანი (68), 1:3 ჩაფიძე (88)
დინამო: ალავიძე, ქავთარაძე, მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, შონია, ფონიავა, გაბედავა, დიასამიძე, ლუის ალბერტო, ბერიაშვილი; შეცვლაზე: ალავიძე, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე, ჭკუასელი, ლუის ალბერტო, ტატანაშვილი.
გურია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ე. კილაძე, ნოზაძე, ხიზანეიშვილი, კობერიძე, მაისურაძე, მოსიაშვილი, ს. ბახია, ზაქრაძე, შ. ჯიქია; შეცვლაზე: ვ. წილოსანი, ზოზულია, რეხვიაშვილი, ჩაფიძე, ნ. ნარიაშვილი, წერეთელი, გელაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული