გორის "დილსა" და ფოთის "კოლხეთის" უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ "დილამ" საკუთარ მოედანზე "კოლხეთს" ანგარიშით 2:0 სძლია.
"თხოვნა მექნება ფეხბურთის ფედერაციასთან მხედველობაში მიიღოს მაღალი სიცხის ფაქტორი და შემოიღოს სტადიონებზე განათების არსებობის რეგულაცია, რადგან მაღალ სიცხეში გამართული მატჩები დიდ გავლენას ახდენს თამაშის ხარისხზე.
რაც შეეხება მატჩს, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას. მთელი თამაშის განმავლობაში ვცდილობდით უპირატესობა მოგვეპოვებინა, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით.
მეორე ტაიმი ცვლილებებითა და ტაქტიკური გადაადგილებებით დავიწყეთ,
"იმის მიუხედავად, რომ სხვაობა დიდი ხნის განმავლობაში მინიმალური იყო, აშკარაა რომ "დილა" მაღალი დონის გუნდია და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და არსებობდა შეთამაშების პრობლემაც. რაც ყველაზე თვალში საცემი და მძიმეა, გახლავთ ის, რომ ფოთის "კოლხეთს" ისევე როგორც ქართულ ფეხბურთს დიდი პრობლემები აქვს. ვულოცავ "დილას" გამარჯვებას", - განაცხადა ზაზა ინაშვილმა.
მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ტური. I ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" არ დაინდო