უმაღლესი ლიგა. II ტური: "დილა" და ბათუმის "დინამო" დაზავდნენ

AutoSharing Option
21 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ტაიმი გორელთა გამარჯვებით დასრულდა. გოლით თავი ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინა. ბათუმელებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს. 53-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოთარ მარცვალაძე (24), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (53)
დისკვალიფიკაცია: რომან ტაკიძე (დინამო ბთ)

"ლოკომოტივისა" და "დინამოს" თბილისური დერბი 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იქნებ ვინმემ მითხრას სად იყვნენ გუშინ ნამდვილი გულშემატკივრები სტადიონზე რამდენიმე ადამიანის გარდა? სირცხვილია როცა გორში ბათუმის 20 კაციანი ჯგუფი გაჯობებს ქომაგობაში. მადლობა ყველას ვინც მართლა გულით გულშEმატკივრობს გუნდს!
Dragonfly
15:01 22-08-2015
0
ჟორჟიკ გეტყობა შენ როგორი გულშემატკივარიც ხარ. ჩვენი სახელით ნუ ილაპარაკებ და რაც არ იცი აჯობებს იმაზე არ ილაპარაკო.კარგად გაერკვიე ჯერ
Dragonfly
14:13 22-08-2015
0

სიახლეები პოპულარული