უმაღლესი ლიგა. II ტური: "დილა" და ბათუმის "დინამო" დაზავდნენ

AutoSharing Option
21 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ტაიმი გორელთა გამარჯვებით დასრულდა. გოლით თავი ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინა. ბათუმელებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს. 53-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოთარ მარცვალაძე (24), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (53)
დისკვალიფიკაცია: რომან ტაკიძე (დინამო ბთ)

"ლოკომოტივისა" და "დინამოს" თბილისური დერბი 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ადმინ რატომ არ აქვეყნებ ჩემს კომენტარებს შემთხვევით გინება ხო არ გინდა?
jorjika
09:59 22-08-2015
0
2000 ლარის ... არიან მთელი ,,დილას" ხელმძღვანელობა შეირჩხვინეს თავი საქვეყნოდ და შეგვარცხვინეს ჩვენც გორელი გულშემატკივარი
jorjika
10:02 22-08-2015
0

სიახლეები პოპულარული