პირ­ვე­ლი ლი­გა. II ტუ­რი: "რუს­თა­ვის" პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა

AutoSharing Option
ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა "რუ­ს­­თავ­მა" პირ­ვე­ლი სა­ში­ნაო მატ­ჩი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა და არ­ც­თუ ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი მე­ტო­ქე დი­დი ან­გა­რი­შით და­ა­მარ­ცხა.

შე­საძ­ლოა, მატ­ჩის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ "ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბას" ბო­ლომ­დე არც შე­ე­ფე­რე­ბო­დეს: პირ­ვე­ლი გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის მე­რე სტუმ­რე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ და გი­ზო შენ­გე­ლი­ას შე­გირ­დებ­მა რამ­დე­ნი­მე მწვა­ვე იერი­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ მას­პინ­ძელ­თა 22 წლის მე­კა­რე და­ვით ლე­გაშ­ვი­ლი სა­ი­მე­დოდ თა­მა­შობ­და.

და არა მხო­ლოდ მას­პინ­ძელ­თა მე­კა­რე: "რუს­თა­ვის" ფეხ­ბურ­თე­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით აშ­კა­რად აკ­ლი­ათ ერ­თ­მა­ნეთ­ში შე­თა­მა­შე­ბა, მაგ­რამ ეს უფ­რო დრო­ის ამ­ბა­ვია; სა­ერ­თოდ კი, ამ ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა გუნ­დ­მა მე­ტო­ქე­ზე ბევ­რად უფ­რო მე­ტი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტიც შექ­მ­ნა
და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც მო­ი­გო.

პირ­ველ ტა­იმ­ში გო­ლის გა­ტა­ნის კარ­გი შან­სი ჰქონ­და ლე­ვან ბე­რუ­აშ­ვილს, რომ­ლის თა­ვუ­რი დარ­ტყ­მაც მე­ტო­ქის კარს მცი­რე მან­ძი­ლით ასც­და; მე­რე საქ­მე­ში სტუ­მარ­თა ლე­გი­ო­ნე­რი მე­კა­რე ჩარ­ლე­მან აკ­მე­ლი ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც გუ­რამ მინ­დო­რაშ­ვი­ლის დარ­ტყ­მა მო­ი­გე­რია.

თუმ­ცა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად მო­ას­პა­რე­ზე მას­პინ­ძ­ლებ­მა მა­ინც შეძ­ლეს შეს­ვე­ნე­ბამ­დე და­წი­ნა­უ­რე­ბა: 19 წლის მი­ხე­ილ ლო­მი­ძის აქ­ტი­უ­რო­ბას სტუ­მარ­თა სა­ჯა­რი­მო­ში თით­ქ­მის 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი პე­ნალ­ტი მოჰ­ყ­ვა, რო­მე­ლიც ჩი­ნე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლა "რუს­თა­ვის" 19 წლის კა­პი­ტან­მა გი­ორ­გი კი­ლა­სო­ნი­ამ.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას­პინ­ძელ­თა თავ­კაც­მა გი­ორ­გი მიშ­ვე­ლი­ძემ გუნ­დის სა­თა­მა­შო სქე­მა "გა­და­აწყო" და მო­ე­დან­ზე კი­დევ ერ­თი ახალ­წ­ვე­უ­ლი, და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი შე­მო­იყ­ვა­ნა. 30 წლის იმე­დაშ­ვი­ლი და 29 წლის ზვი­ად მეტ­რე­ვე­ლი, აი, "რუს­თა­ვის" ორად-ორი გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და იმა­საც ვიტყ­ვით, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის გუნ­დ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი პა­უ­ზის მე­რე დაბ­რუნ­და.

იმე­დაშ­ვილ­მა "საყ­რ­დე­ნის" პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და ერ­თი-ორ­ჯერ სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აც გა­ი­თა­მა­შა 18-19 წლის პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან; საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და 18 წლის ავ­თან­დილ გუ­ჯა­ბი­ძე, ერთ ეპი­ზოდ­ში შე­უ­ჩე­რებ­ლად რომ გზავ­ნი­და ბურთს მე­ტო­ქის კა­რის­კენ; ამას მას­პინ­ძელ­თა კი­დევ ერ­თი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი მოჰ­ყ­ვა: გი­ორ­გი კი­ლა­სო­ნი­ას კუთხუ­რის მე­რე ლე­ვან ბე­რუ­აშ­ვი­ლი თა­ვით ცდი­ლობ­და გო­ლის გა­ტა­ნას, მაგ­რამ მცი­რე­დი და­აკ­ლ­და.

თუმ­ცა, "რუს­თა­ვის" ცენ­ტ­რა­ლურ მცველს მე­სა­მე ცდა­ზე მა­ინც გა­უ­მარ­თ­ლა: უკ­ვე მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბუ­ლი დრო იწუ­რე­ბო­და, რო­ცა ბე­რუ­აშ­ვილ­მა კუთხუ­რი­დან ჩა­მო­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი მე­ტო­ქის კარ­ში თა­ვით ზუს­ტად გა­დაგ­ზავ­ნა.

მა­ნამ­დე კი იყო ეპი­ზო­დი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დაწყ­ვი­ტა კი­დეც მატ­ჩის ბე­დი: მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში გამ­ჭო­ლი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, რა­საც ის მოჰ­ყ­ვა, რომ სტუ­მარ­თა მცველმა ბურ­თი სა­კუ­თარ კარ­ში ჩაჭ­რა...

საქართველოს ჩემპიონატი. პირ­ვე­ლი ლი­გა. II ტუ­რი
06.09. რუს­თა­ვი. "ფო­ლა­დი"
რუს­თა­ვი-სა­მეგ­რე­ლო 3:0
გოლები" 1:0 გ. კი­ლა­სო­ნია (45), 2:0 ზ. ლობ­ჟა­ნი­ძე (79, სა­კუ­თარ კარ­ში), 3:0 ლ. ბე­რუ­აშ­ვი­ლი (90)
რუს­თა­ვი (5-3-2): დ. ლე­გაშ­ვი­ლი - გ. ჩიკ­ვა­ი­ძე (87. გ. სი­ლა­გა­ძე), გ. სა­მა­დაშ­ვი­ლი, ლ. ბე­რუ­აშ­ვი­ლი, გ. ბუ­ზა­ლა­ძე, გ. მინ­დო­რაშ­ვი­ლი (46. დ. იმე­დაშ­ვი­ლი) - მ. ლო­მი­ძე, გ. კი­ლა­სო­ნია, ა. გუ­ჯა­ბი­ძე (89. გ. ბე­ბია) - ზ. ციც­ქიშ­ვი­ლი (75. გ. ბე­რა­ძე), ზ. მეტ­რე­ვე­ლი (83. ბ. ოქ­რო­პი­რი­ძე).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: გ. შუ­ბი­თი­ძე, გ. ნა­დი­რა­ძე
მწვრთნე­ლი: გი­ორ­გი მიშ­ვე­ლი­ძე
სა­მეგ­რე­ლო (5-3-2): ჩ. აკ­მე­ლი - ა. წაბ­რია, ბ. დარ­სა­ლია (78. ზ. სა­ხო­კია), ზ. ლობ­ჟა­ნი­ძე, ბ. ლუ­კა­ვა, ი. ტყე­ბუ­ჩა­ვა - მ. თო­ლორ­და­ვა (31. კ. ქე­ბუ­რია), ზ. ქვარ­ცხა­ვა, ლ. კა­ლან­დია (67. ა. ყა­ლი­ჩა­ვა) - ი. დე­ი­სა­ძე, გ. ხო­რა­ვა (46. ი. ასა­თი­ა­ნი).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: გ. პა­პა­ვა, გ. ხა­რე­ბა­ვა
მწვრთნე­ლი: გი­ზო შენ­გე­ლია
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: ი. ტყე­ბუ­ჩა­ვა, კ. ქე­ბუ­რია
არ­ბიტ­რი: ბ. გლუშ­ჩუ­კი.

სხვა მატჩები
ალ­გე­თი-ჩხე­რი­მე­ლა 0:2
ჭი­ა­თუ­რა-გაგ­რა 1:3
იმე­რე­თი-მერ­ცხა­ლი 2:0
სქუ­რი-ოდი­ში1919 2:0
ლი­ახ­ვი-მე­შახ­ტე 7:0
ვიტ ჯორ­ჯია-ბორ­ჯო­მი 0:2
კოლ­ხე­თი (ხ)-სამ­გუ­რა­ლი 1:0
მა­ჭა­ხე­ლა-ბეთ­ლე­მი 1:2

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გაგ­რა 2 2 0 0 7-1 6
2. ბორ­ჯო­მი 2 2 0 0 7-2 6
3. ბეთ­ლე­მი 2 2 0 0 4-1 6
4. კოლ­ხე­თი (ხ) 2 2 0 0 3-1 6
5. ლი­ახ­ვი 2 1 1 0 9-2 4
6. სქუ­რი 2 1 1 0 3-1 4
7. რუს­თა­ვი 2 1 0 1 3-2 3
8. იმე­რე­თი 2 1 0 1 3-2 3
9. ჩხე­რი­მე­ლა 2 1 0 1 3-3 3
10. სა­მეგ­რე­ლო 2 1 0 1 3-3 3
11. ვიტ ჯორ­ჯია 2 1 0 1 3-3 3
12. მა­ჭა­ხე­ლა 2 0 1 1 2-3 1
13. მერ­ცხა­ლი 2 0 1 1 2-4 1
14. ჭი­ა­თუ­რა 2 0 1 1 1-3 1
15. მე­შახ­ტე 2 0 1 1 0-7 1
16. სამ­გუ­რა­ლი 2 0 0 2 0-4 0
17. ოდი­ში 1919 2 0 0 2 2-7 0
18. ალ­გე­თი 2 0 0 2 0-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
borjomi da vit jorjia momaval sezonshi umaxleshi unda vixilot
ramazi
17:03 08-09-2015
0
გაგრა არის ძალიან კარგი გუნდი წელს როგორც ჩანს
giorgi
22:39 08-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული