მარტვილის "მერანში" ვლადიმირ ლობასი გალაკტიონ ჭუბაბრიამ შეცვალა

AutoSharing Option
მარტვილში საზეიმო განწყობაა - წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვრის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა. ტრადიციულად, ასეთ დღეებში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილია. ამათგან, ყველაზე საინტერესო საქართველოს ჩემპიონატის მატჩი იქნება - შაბათს "მერანი"-"გურიას" უმასპინძლებს.

ამ თამაშს მარტვილელები ახალი მწვრთნელით ხვდებიან: გუშინ, 24 სექტმებერს, "მერანის" (ამ მომენტისთვის ერთადერთი გუნდია უმაღლეს ლიგაში, ქულა რომ არ აუღია) ხელმძღვანელობასა და ვლადიმირ ლობასს შორის ორმხრივი შეთანხმება მოხდა, რის საფუძველზეც უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა.

აქამდე, ლობასი ეროვნულ ჩემპიონატში მომუშავე ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი იყო. ის
"მერანს" გასული სეზონიდან მოყოლებული ედგა სათავეში, თუმცა - მნიშვნელოვანი წარმატებების გარეშე, თუ არ ჩავთლით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

რაც შეეხება ლობასის შემცვლელს, ეს არის "მერანის" მეორე მწვრთნელი გალაკტიონ (აჩიკო) ჭუბაბრია. ვეტერანი ფეხბურთელი მარტვილშია დაბადებული და გაზრდილი, აღუზრდია მრავალი თაობა...

სხვათა შორის, "გურია", რომელსაც "მერანი" შაბათს უმასპინძლებს, ასევე ახალი მწვრთნელით ხვდება მატჩს - ლანჩხუთის გუნდი ბადრი კვარაცხელიამ ჩაიბარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, და სულ წარმატებები ბა-ნ. გალაკტიონ. მერანელებო, აბა თქვენ იცით მოგება და მოგება. თთეულ თქვენდაგან გისურვებთ გამარჯვებას პირად და გუნდურ საქმეებში. უფალმა დაგლოცოთ მერანელებო. ამინ.
gela
10:52 25-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული