* * *
სტუმრად სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდთან ანგარიშით 0:5 განადგურდა მოქმედი ჩემიონი გორის "დილა", რომელმაც წინა ტურში თბილისის "დინამოს" მოუგო და ამით სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოიპოვა. "სამტრედიამ" გორელთა გუნდს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი ავთო ენდელაძემ (45, 57) შეასრულა, თითო გოლი კი ბუდუ ზივზივაძემ (11), ნიკა სანდოხაძემ (42) და ირაკლი სიხარულიძემ (77) გაიტანეს.
ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა 16 ქულა
* * *
ასევე ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს "ცხინვალმაც". კახა კაჭარავას გუნდმა ფოთის "კოლხეთს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 სძლია. ცხინვალელთაგან დუბლი ნიკა კაჭარავამ შეასრულა (78, 86), მანამდე კი გოლები დავით მაისაშვილმა (10), ზვიად ლობჟანიძემ (48) და ბიძინა მახარობლიძემ (52) გაიტანეს.
ფოთელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - ეს ომარ გოგონაიამ შეძლო (72).
* * *
პირველი გამარჯვება იზეიმა თერჯოლის "საპოვნელამ", რომელმაც ქუთაისში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 2:1. ანგარიში სტუმრებმა გიორგი ხიდეშელის გოლით 30-ე წუთზე გახსნეს, თუმცა შემდეგ თერჯოლელებმა ორჯერ გაიტანეს - გიორგი ბუხაიძემ 45-ზე, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ტყეშელაშვილმა დააფიქსირა.
* * *
დღეს, მოგვიანებით დაიწყება თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება.
ეს ერთი და სხვა მრავალი
დღედს სამტრედიამ გორი მართლაც დარბია, თუმცა გორელებს სამჯერ არ გაუმართლათ მეკარისა და იღბლის გამო
ისე კი პირადი შეგრძნება მაქვს რომ გორელებს არ გეონათ თუ სამტრედიაში ასეთი გუნდი იქნებოდა და ამას ემატება კიდევ ხელოვნურსაფარიანი, რომლეზეც მოდებაძე და თავმდასხმელები გორელებისა ისე დადიოდნენ როგორც ყინულზე, თუმცა ეს არ ამართლებს მათ.
სამტრედია ყველა კომპონენტში სჯობნიდა მეტოქეს.