მე-7 წუთზე სტუმრები ბიძინა მახარობლიძის გოლით დაწინაურდნენ, მე-60 წუთზე კი წონასწორობა ისლამ მაშუკოვმა თავური დარტყმით აღადგინა.
"ცხინვალს" აკლდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული კაჭარავა, ცერცვაძე და ქოჩლაძე. "დილამ" კი ეროვნული გუნდის წევრების - ფალავანდიშვილისა და ნავალოვსკის გარდა, მარცვალაძე და გოგუაც მოისაკლისა.
აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს ლექსო კვახაძე, თუმცა მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, "დილა" კაცნაკლული არ დარჩენილა.
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, პაპავა, კურმაშვილი, სამხარაძე, ილურიძე,
ცხინვალი: მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, მახარობლიძე, ქარდავა, ბოლქვაძე, ლობჯანიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი; შეცვლაზე შევიდნენ: ჯაფარიძე, გორგიაშვილი, შულაია, ბურძენაძე, ჟვანია, ჯიშკარიანი, ღვაბერიძე, ბეჭვაია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"