შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. მეცხრე ტური კი 24-25 ოქტომბერს დასრულდება.
მე-3 წუთზე ანგარიში დინამოელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, მაგრამ მე-6 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაათანაბრა.
29-ე წუთზე მსაჯმა სტუმარი ლევან კაკუბავა გააძევა, თუმცა რიცხობრივი თანაფარდობა ტაიმის მიწურულს აღდგა, როცა კაკუბავას გზას გიორგი გველესიანი გაუყოლეს.
57-ე წუთზე "დინამო" კვლავ დაწინაურდა, გოლი ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა - 2:1.