უმაღლესი ლიგა. IX ტური: "სიონს" პირველი მარცხი ჩემპიონმა აგემა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

* * *
ტურის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ბოლნისში გაიმართა, სადაც აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "სიონს" პირველი მარცხი მოქმედმა ჩემპიონმ,ა გორის "დილამ" აგემა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით გორის "დილამ" 22 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. 19 ქულა და თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს".

* * *
საინტერესო დაპირისპირება შედგა სამტრედიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

უკვე მე-10
წუთზე მასპინძლები წინ ავთო ენდელაძემ გაიყვანა, ქუთათურებმა კი 31-ეზე ირაკლი კლიმიაშვილის გოლით გაათანაბრეს. "ტორპედო" ანგარიშში ხელმეორედ ბუდუ ზივზივაძემ 71-ეზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი დავით ჯიქიამ (85) დააფიქსირა.

"სამტრედიამ", რომლის აქტივში 19 ქულაა, ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.

* * *
ქობულეთში "შუქურამ" ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში მყოფი "ზუგდიდი" მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანით გახსნა, 22-ე წუთზე კი ელგუჯა ლობჟანიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. სხვაობის შემცირება ზუგდიდელებმა ნიკა ნარმანიას (38) გოლით მოახერხეს.

* * *
ფოთის "კოლხეთმა" სტუმრად ივანწმინდაში მინიმალური ანგარიშით "ჩიხურას" მოუგო. ფოთელებს სამი ქულა 36-ე წუთზე ომარ გოგონაიამ მოუტანა.

* * *
ლანჩხუთში "გურიამ" ბათუმის "დინამო" მიიღო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ვანო წილოსანის (59) გოლით კი იგებდა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს - 70-ე წუთზე ტატო აბუსელიძემ გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

* * *
დღის ბოლოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" "ცხინვალს" უმასპინძლებს, ტურის კიდევ ორი მატჩი: "საპოვნელა"-"მერანი" და "ლოკომოტივი"-"საბურთალო" კი შესაბამისად, 24 და 25 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთარი მარცვალაძე ეს არის ერთადერთი ნამდვილი სოლიდური თავდამსხმელი რომელიც გვყავს დღეს, სუფთა ფეხბურთელი ტექნიკური სწრაფი კაცის მომტყუებელი გოლის გამტანი და დრიბლიორი. რომ იძახიან თავდამსხმელი არა გვყავსო, ტრაგედიაა მარცვალაძეს რომ უცვლელად არ უთამაშია ნაკრებში და როცა ფორმაში არაა მაშინ ხედავს სუყველა, ხორვატიასთან რა ქნა აღარავის აღარ გახსოვთ? ეგ იყო დამტკიცება. თან პიროვნება არის ისეთი, ვაჟკაცური და ქართული სულის, რაც მაგას და ხოჯავას ნავალოვსკის სხვებსაც გამოვლილი აქვთ რუსეთში ქართველობის გულზე მარტო მაგიტომ არიან გმირები და ქართველობის მედროშეები. ასეთი სული თუ არ იქნა ნაკრებში არსად არაა ჩვენი მოსაგები.
givargi
18:24 23-10-2015
0
dave 90 procenti carmatebuli fexburtelebisa xom dasavlet saqartvelodan modian...aserom logikuria ertis mxriv...)))
alex
18:15 23-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული