ლოკომოტივი-საბურთალო 3:2 - თბილისური დერბი უხვი გოლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეცხრე ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა. თბილისის ახალგაზრდული გუნდების დერბიში "ლოკომოტივმა" "საბურთალო" 3:2 დაამარცხა.

ამ დედაქალაქური გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო. "ლოკომოტივი" და "საბურთალო" ყოველთვის ნიჭიერ ბავშვებს ზრდიდნენ და ფეხბურთის სპეციალისტები მათ შეხვედრებს მომავალი ტალანტების სანახავად ესწრებიან ხოლმე...

აშკარაა, საბურთალოელებს დანიურ "მიდტიულანდთან" მარცხმა კვალი დაამჩნია. თბილისის "ლოკომოტივი" კი მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია, რაც იძულებულს ხდიდა, თავგამოდებით ებრძოლა. და აი, ჟერარ სარაგოსა მულეტის ხელმძღვანელობით, გუნდმა პირველი მატჩი მოიგო.

პირველ ტაიმში "ლოკომოტივმა" მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. საწყის წუთებში შერმადინ ართმელაძემ
ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ დავით უბილავას, ზვიად ქანთარიას, დემურ ჩიხლაძეს ჰქონდათ შანსები.

ასე იყო თუ ისე, "ლოკომოტივმა" პირველ ტაიმში 2 უპასუხო გოლი "გამოადნო". ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. "საბურთალოს" მეკარე ბექა ქურდაძე კარიდან უბილავასთვის ხელის შესაშლელად გამოვარდა, მაგრამ... "ლოკომოტივის" კაპიტანმა ბოლოს ბურთი ცარიელ კარში შეაგდო - 1:0.

25-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, სადაც ართმელაძემ "მეორე სართულზე" ყველას აჯობა და მასპინძლები თავურით კიდევ უფრო დააწინაურა - 2:0.

32-ე წუთზე საბურთალოელები პენალტს ითხოვდნენ. გიორგი ხარაიშვილი "ლოკომოტივის" საჯარიმოში ბენაშვილთან ორთაბრძოლისას დაეცა, მაგრამ მსაჯმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.

ასეთი კატასტროფული დასაწყისის გამო "საბურთალოს" დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებები განახორციელა და ორი ნახევარმცველის, ირაკლი ბიძინაშვილისა და ბექა გვარაძის ნაცვლად, მოედანზე თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი და გიორგი ფანცულაია შეიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლოკომოტივმა" "საბურთალოს" კარი მესამედ აიღო: 49-ე წუთზე ეს ალექსი ბენაშვილმა მოახერხა - 3:0.

ამის მერე სტუმრები მართლაც გამოცოცხლდნენ და მოედანზე ვითარება დაიძაბა. სანდრო ალთუნაშვილის შორეული და ძლიერი დარტყმის შემდეგ დისტანცია შემცირდა - 3:1.

მეორედ სხვაობის კიდევ უფრო შემცირების შანსი ხარაიშვილს ჰქონდა, მაგრამ მისი საჯარიმოს შემდეგ მეკარე ლაზარე კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.

78-ე წუთზე ჯარიმა ისევ ხარაიშვილმა შეასრულა. კუპატაძემ ბურთი ამჯერადაც მოიგერია, მაგრამ "ლოკომოტივის" საჯარიმოში შექმილ არეულობაში გოშთელიანმა მცველებს დაასწრო და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 3:2.

"საბურთალოს" გათანაბრების შანსიც ჰქონდა, რომლითაც ნიკა საბანაძემ ვერ ისარგებლა - მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

სტუმართა მცდელობის მიუხედავად, ანგარაში აღარ შეცვლილა და "ლოკომოტივმა" 3:2 მოიგო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
25.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-საბურთალო 3:2
გოლები: 1:0 უბილავა (12), 2:0 ართმელაძე (25. ბენაშვილის პასით), 3:0 ბენაშვილი (49), 3:1 ალთუნაშვილი (58), 3:2 გოშთელიანი (77)
ლოკომოტივი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - სულთანიშვილი, ჩიხლაძე (59. არველაძე 59/73. თექთურმანიძე) - ბენაშვილი, ართმელაძე (65. კიკნაძე 65), ქიქავა - ქანთარია.
სათადარიგოები: მიქავა, გაბაძე, ღაღანიძე, გავაშელიშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
საბურთალო (4-2-3-1): ქურდაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი - ბიძინაშვილი (37. ფანცულაია), ალთუნაშვილი - ხორხელი, ხარაიშვილი, გვარაძე (37. გოშთელიანი) - საბანაძე.
სათადარიგოები: სანიკიძე, ვაჭარაძე, ჭორაძე, ნიკოლაშვილი, რუხაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ხარაიშვილი (33), ქიქავა (40), ბენაშვილი (79), კუპატაძე (81), თექთურმანიძე (85), მამუჩაშვილი (90)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი

უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო

1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)

2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის წინააღმდეეგ
meocnebe ixvi
14:04 26-10-2015
0

სიახლეები პოპულარული