ობამაზე ასჯერ დიდი ხელფასი აქვს მესის - რევაზ ჩელებაძე Sportall.ge-ს სტატიაზე

AutoSharing Option
Ssportall.ge ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტს, რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და საიტზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობასა და ფეხბურთელთა ხელფასებზე იყო საუბარი, კომენტარი სთხოვა.

ჩელებაძის განცხადებით, ფეხბურთელებისთვის ხელფასების დანიშვნა მათი კლასიდან გამომდინარე ხდება და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი მუნიციპალური დაფინანსებისაა თუ კერძო.

რაც შეეხება "შუქურას" ფეხბურთელის, თორნიკე თარხნიშვილის მაღალ ხელფასს, ჩელებაძის თქმით, ის მისი გუნდის ლიდერია.

- ჯერ ერთი, არცერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა, სანამ თქვენ არ ჩაერეოდით, ვის რამდენი ხელფასი აქვს გუნდში. ჩვენზე
ბევრად მეტი ხელფასებია სხვა გუნდებში.

თორნიკე ხელფასს 4 500 ლარს იღებს. რით დაიმსახურა ეს თანხა? ის საჭირო ფეხბურთელია - გუნდის საყრდენი. მოვილაპარაკეთ, ოღონდ ჩვენთან ჩამოსულიყო და მივცემდით ამ ხელფასს. ჩამოვიდა და ღებულობს.

ფეხბურთელის ხელფასის ოდენობა მისი კლასის შესაბამისად განისაზღვრება და შეიძლება უფრო მეტის გადახდაც დაგვჭირდეს. წესია, როდესაც ფეხბურთელი მოგყავს გუნდში, წინასწარ უთანხმდები მას, რაში გჭირდება, რა თანხაზე მოვა სათამაშოდ. მე ჰაერივით მჭირდებოდა ეს მოთამაშე. მას თავისი პირობა ჰქონდა და რადგან მჭირდებოდა, გადავწყვიტე, ეს ხელფასი დაგვენიშნა მისთვის.

ობამას რომ ხელფასი აქვს, იმაზე ასჯერ მეტი აქვს მესის... 

- მაგრამ მესი კერძო კლუბში იღებს ამ ხელფასს...
- საიდანაც არ უნდა იღებდეს, ყველა ფეხბურთელი ასეა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გვქონდეს ფეხბურთი, გვყავდეს ბავშვები, ვიწვალოთ და ვითამაშოთ ასე. საყრდენი ფეხბურთელი რომ გჭირდება და გადასაწყვეტი რომ გაქვს თამაში, უნდა გადაუხადო.

- ანუ თორნიკე თარხნიშვილი თქვენი გუნდის ლიდერია?
- ნამდვილად, ის ერთ-ერთი სერიოზული ლიდერია ჩვენი გუნდის.

- მუნიციპალური დაფინანსების გუნდებთან დაკავშირებით არსებობს ეს შეკითხვები. რატომ აქვთ საბიუჯეტო გუნდების ფეხბურთელებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები?
- ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა"... გუნდები, რომლებსაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტები აქვთ. უფროსი მწვრთნელები სუფთად ბევრად მეტს ღებულობენ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ ახლა, თუ გადახედავთ გუნდებში, ბევრია ასეთი.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 25 /
ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან ლოქოები აქ ვინმეს ჯერა რო მართლა ფეხბურთელებს აძლევენ 4500 ლარებს ?? :D მიუგდებენ 500 ლარს ან 1000 ლარს დალშე თვითონ აიღებენ.. კიბატონო თუ გინდა 100 000 აიღონ ხელფასი მარა რომელი იმსახურებს რეალურად მთავრობას ატყუებენ მთავრობიდანაც ეყოლებათ წილში :D ფიქტიური მაფია საბოლოოდ ზარალდება ხალხი ისევ და ისევ სტალინი ალალია თქვნაირებზე!! კობიაშვილო გამოდი და ამოიღე ხმა რო წამოსკუპდი მაგ სკამზე სადაა სპორტის მინისტრი ვაბშე ??!!
ქართული ფეხბურთის მტერი
25 ნოემბერი 2015 18:09
0
სად არიან ფეხბურთელები ამ საქართველოში მითხარით,ბიჭებს მაინც ნუ ატყუებთ,თორე მართლა ფეხბურთელი გონია თავი ზოგს )))ეს ჩელებაძე რაც არი კი ეტყობა ეგრევე,მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არი ამათ ხელში როა ფეხბურთი დღეს. თორე ფეხბურთელს 4.5 იც უნდა ქონდეს და მეტიც,მაგრამ სად არიან ფეხბურთელები,სად..გამოაჩინეთ)))
noe
25 ნოემბერი 2015 18:06
0
Obamas xalxi uxdis Xelpass da imdeni shegavati aqvs chven arts dagvesizmreba+sidedrits gverdit kavs,chven?nu edrebit sxvebs tqveni saketebeli aketet!
??????????
25 ნოემბერი 2015 17:37
0
ეს ადამიანი არის ძალიან მატყუარა და ყველაფრის მკადრებელი
nika
25 ნოემბერი 2015 15:16
0
მესი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იღებს ამიტომ შედარება ძალიან უადგილოა ბატორო რევაზ!
Giorgi
25 ნოემბერი 2015 14:55
0
ეხლა ფეხბურთელებს შეუჩიჩხინეთ ჰო....
status quo
25 ნოემბერი 2015 14:26
0
ბირჟის გამმაგრებელი-ს

ფეხბურთზე ხალხი იმიტომ კი არ დადის, არ ყუვართ,, ან ენანებათ ფული, კონკურენცია არ არის,,შესაბამისად არც საინტერესოა ყურება. ფეხბურთი ჩვეულებრივი ბიზნესია და სწორად უნდა დაგეგმა გაკეთება ყვლაფერს.,,, მუქთად რომ ღებულობენ დაფინანსებას ამიტომაც ვერ ვითარდება ფეხბურთი. ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფიანსებაზე თუა საუბარი სხვანიარად უნდა მოხდეს ეს. წლებია,, ბიუჯეტიდან ფინანსდება ფეხბურთი, მერე მობეზრდებათ დაფინანსება ან გამგებელს მოხსნიან და გუნდებიც წყვეტენ არსებობას.. ეს არც ფეხბურთა, როგორც სპორტი არც ბიზნესი, და არც სოციალური პროექტი,,
Davit
25 ნოემბერი 2015 13:11
0
ბატონო რევაზ, "ასჯერ მეტი"--ნამეტანი მოგივიდათ.
დაახლოებით ოცჯერ მეტი აქვს ხელფასი მესის ობამაზე.
ფერნანდო
25 ნოემბერი 2015 12:58
0
მესის თუ აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ აქვს. მიეცი შენი ჯიბიდან რამდენიც გინდა. მოაჯდნენ სახელმწიფოს კისერზე.
1
25 ნოემბერი 2015 12:55
0
magali xelfasi ki unda kondes fexburtels,atkats ar unda azlevdes prezidents am xelpasis nacilis saxit
maurinio
25 ნოემბერი 2015 12:55
0

სიახლეები პოპულარული