ჩიხურა-შუქურა 1:0 - რა მოხდება მესამედ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წინა სათასო მატჩისგან განსხვავებით, საჩემპიონატო შეხვედრაში "ჩიხურას" უპირატესობას მხოლოდ "მიზერული" თუ ეთქმოდა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის.

თუმცა მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა, წუთი-წუთზე სხვაგვარი შედეგი შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო. თან მომენტებიც ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს: მე-4 წუთზე კუსიანმა შორიდან ძლიერად დაარტყა, რაც მყისვე გაიმეორა თარხნიშვილმა...

მე-8 წუთზე ურიდიას აუღო კუპატაძემ, რამდენიმე წამის შემდეგ კი დობროვოლსკის დარტყმული მილიმეტრებით ასცდა ხარიხას.

მე-18 წუთზე მეკარეებმა აჯობეს დეკანოიძესა და კომახიძეს, ხოლო 23-ე წუთზე ჯერ ლამის მასპინძლებმა გაუშვეს, მერე სტუმრებმა. კიდევ ორიოდ წუთში ასპროცენტიანი საგოლე შესაძლებლობები
ვერ გამოიყენეს სარდალიშვილმა და ჩელებაძემ.

28-ე წუთიდან გამოიკვეთა ის მცირე უპირატესობა, ზემოთ რომ ვახსენეთ. "ჩიხურამ" ზეწოლა გააძლიერა, რასაც მუმლაძის, ჭეჭელაშვილისა და განუგრავას სახიფათო დარტყმები მოჰყვა, 30-ე წუთზე კი სარდალიშვილმა კარის ხაზის სიახლოვეს ზედ თავზე დაასვა ბურთი მუმლაძეს და - 1:0.

ტაიმის დამატებულ წუთზე მუმლაძეს დუბლის შესრულების უნიკალური შანსიც მიეცა, მაგრამ მეკარე დუთოევმა მის მიერ არცთუ ხეირიანად დარტყმული პენალტის მოგერიება შეძლო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ორჯერ იყოჩაღა კუპატაძემ. მერე სტუმართა გოლკიპერმაც არ დაუდო ტოლი კოლეგას. ასე გაგრძელდა მატჩის დამთავრებამდე, თუმცა მყიფე ანგარიშის ბედი ძალზე ხშირად ეკიდა ბეწვზე...

"ჩიხურამ" მეორედაც დაჯაბნა მეტოქე, ხოლო თუ რა მოხდება მესამედ, ამას 16 დეკემბრის საპასუხო სათასო შეხვედრის შემდეგ შევიტყობთ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
06.12. ივანწმინდა
ჩიხურა-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 მუმლაძე (39. სარდალიშვილის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: მუმლაძე (45. მეკარე)
ჩიხურა: კუპატაძე, განუგრავა, კაკაშვილი, კუსიანი (11. მუმლაძე), დეკანოიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (90. ჭანკოტაძე), სარდალიშვილი (80. კუჭუხიძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, იაკობაშვილი, ივანიშვილი, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: დუთოევი, ჩალაძე, ცხოვრებოვი, ბაგაევი (87. ბრაჭული), ჭეიშვილი, გეგეჭკორი, შარიქაძე, თარხნიშვილი, კომახიძე (66. ლობჯანიძე), ჩელებაძე, დოლიძე, ურიდია (82. ინგოროყვა).
სათადარიგოები: მოწყობილი, ცხოვრებოვი, კერძევაძე, პუკანიჩი
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: ბაგაევი (50), კაკაშვილი (62), ჩელებაძე (75)
არბიტრი: ხ. გაგნიძე

დღეს
14:00. გორი. "თ. ბურჯანაძე"
დილა-მერანი

XV ტური
11 დეკემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ცხინვალი
გურია-კოლხეთი

12 დეკემბერი, შაბათი
სიონი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-დილა
შუქურა-დინამო (თბ)
საპოვნელა-ჩიხურა
საბურთალო-ტორპედო.

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული