მოკლედ, უმაღლესი ლიგის 7 გუნდისთვის (თბილისის "დინამო", "სიონი", "სამტრედია", "ჩიხურა", "შუქურა", "ტორპედო", "ზუგდიდი") და ერთიც პირველლიგელისთვის ("ვიტ ჯორჯია") ზამთრის არდადეგები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. მანამდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი წრე უნდა ჩავამთავროთ, თანაც, იმედი დავიტოვოთ, რომ კლიმატური პირობებიც მეტ-ნაკლებად საფეხბურთო იქნება; ბარემ, იმასაც ვისურვებდით, რომ პირველი წრის
...კინაღამ უმთავრესი ინტრიგა დაგვავიწყდა: ახლა უკვე 1000 პროცენტით უნდა გაირკვეს "ზამთრის ჩემპიონის" ვინაობა. უკეთეს სიტუაციაში თბილისის "დინამოა" - ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქობულეთში ერთი ქულაც რომ აიღოს, პირველი წრის გამარჯვებული გახდება!
ისე, რატომღაც გვგონია, რომ წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც ნაკლებად უნდა ველოდოთ სატურნირო ცხრილში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს...
11.12. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 14:00
გურია-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე
(გურია) - ალეკო ჩაკვეტაძე (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
25: +9 =0 -16, 22-50
ორივე გუნდს რომ უამრავი პრობლემა (საფეხბურთოც და არასაფეხბურთოც) არ ჰქონდეს, საინტრიგო მატჩი უნდა ყოფილიყო; თუმცა, "გურია" ამ ბოლო დროს საკმაოდ წარუმატებლად ასპარეზობს (ჩემპიონატსა და თასზე რვა მატჩია არ მოუგია), "კოლხეთს" კი ფინანსური პრობლემები უკვე "ტრადიციულ მოვლენად" გადაექცა.გურია-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე
(გურია) - ალეკო ჩაკვეტაძე (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
25: +9 =0 -16, 22-50
ისე, უკვე ტრადიციად იქცა "კოლხეთის" საშინაო მატჩების... ლანჩხუთში გამართვა, ანუ დღეს, ფაქტობრივად, "საკუთარ" სტადიონზე ითამაშებს. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 25 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დამთავრებულა...
11.12. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდეშელი,
გეგა დიასამიძე (ორივე - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
9: +4 =3 -2, 14-11
დღევანდელი მეორე შეხვედრა ტურის ერთ-ერთ საინტერესო დაპირისპირებად მიგვაჩნია: "ლოკომოტივი" და "ცხინვალიც" უპირატესობას ხომ შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ!ლოკომოტივი-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდეშელი,
გეგა დიასამიძე (ორივე - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
9: +4 =3 -2, 14-11
ამას გარდა, სატურნირო მოტივაციაც უნდა ვახსენოთ: მოგების შემთხვევაში "ცხინვალი" პირველ წრეს მესამე ადგილზე დაასრულებს, რაც დიდი წარმატება უნდა იყოს მოკრძალებული ფინანსური რესურსების მქონე გუნდისთვის.
მოტივაცია ექნება კონკრეტულ ფეხბურთელსაც: "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა ბომბარდირთა სიას ლიდერობს და ამ პოზიციის შენარჩუნებას ახლაც შეეცდება.
12.12. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00
სიონი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე,
დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - სიონი)
ურთიერთშეხვედრები
22: +11=6 -5, 35-26
პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს: ორივე გუნდს ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზე აქვს სავსებით სამართლიანი პრეტენზია და ამისათვის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშსაც შეეცდებიან და თასზეც.სიონი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე,
დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - სიონი)
ურთიერთშეხვედრები
22: +11=6 -5, 35-26
ისიც საინტერესოა, რომ ეს გუნდები ოთხი დღის შემდეგაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თანაც, საპასუხო სათასო მატჩი ამჯერადაც ბოლნისში გაიმართება.
მოკლედ, ისეთი წყვილია, უპირატესობას ვერცერთ გუნდს რომ ვერ მიანიჭებ (ვერც - ამ ტურში, ვერც - სათასო შეხვედრაში). თუმცა "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს საკადრო პრობლემები თუ არ აწუხებს, მასპინძელთა თავკაცი ვარლამ კილასონია ძირითადი შემადგენლობის ორ საკვანძო და გამოცდილ ფეხბურთელს, დავით სვანიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს მოისაკლისებს.
12.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 0-7
ამ მატჩში არწაგების შემთხვევაში თბილისის "დინამო" პირველი წრის გამარჯვებული გახდება და "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულსაც დაეუფლება! გია გეგუჩაძის დამოძღვრილი "დინამო" მოახლოებულ ზამთრის პაუზას მართლაც მშვენიერ ფორმაში და წარმატებული სერიით ხვდება: ჩემპიონატსა და თასზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო!შუქურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 0-7
ამას გარდა, მომავალ კვირაში გასამართი საპასუხო სათასო შეხვედრის წინაც ნაკლები საფიქრალ-სანერვიულო უნდა ჰქონდეთ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს (პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე), მაშინ, როცა "შუქურას" უმძიმესი სათასო დაპირისპირება ელოდება "ჩიხურასთან".
ამ ბოლო დროს "შუქურას" გარკვეული კრიზისიც დაეწყო: თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს (ჩემპიონატსა და თასზე) უკვე თვეზე მეტია, არ მოუგია (5 მატჩი), არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ქობულეთელთა გუნდს რვამატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა...
12.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 14:00 (უმაყურებლოდ)
საპოვნელა-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: ნიკა შალამბერიძე (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ცუდი პერიოდი უდგას "საპოვნელას": ზედიზედ ხუთი წაგებით თერჯოლელთა გუნდი სახიფათო ზონასთან "ტრიალებს" და კიდევ კარგი, რომ კონკურენტებიც ვერ ბრწყინავენ, თორემ უარესი სიტუაცია იქნებოდა.საპოვნელა-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: ნიკა შალამბერიძე (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
სამწუხაროდ, "საპოვნელას" საშინაო მატჩების ჩატარება ქუთაისში უწევს, ახლა კი სულაც უმაყურებლოდ უნდა უმასპინძლოს ამ ბოლო პერიოდში მშვენივრად ათამაშებულ "ჩიხურას".
12.12. თბილისი. "ბენდელა". 14:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ამ სეზონში "ბენდელაზე" ჩატარებულ არცერთ თამაშში არ მოიწყენდა გულშემატკივარი (ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ ქომაგს ვგულისხმობთ). ახალგაზრდა სპეციალისტ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ასევე ახალგაზრდული "საბურთალო" ნებისმიერ მეტოქესთან უკომპრომისოდ თამაშობს და ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში სტაბილურობაც თუ დაემატება, მერე უკვე სხვა მიზნებზეც შეიძლება ფიქრი.საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
სტაბილურობის პრობლემა აწუხებს "ტორპედოსაც", თორემ ქუთაისელთა გუნდი შემადგენლობით უმაღლეს ლიგაში ძალიან ბევრს რომ აღემატება, ეს არახალი ამბავია...
12.12. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00
ზუგდიდი-დილა
დისკვალიფიკაცია: გაგა თიბილაშვილი, ზურაბ მალანია, გიორგი ქანთარია (ყველა - ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
16: +5=4 -7, 17-28
გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებენ მასპინძლები პირველი წრის ბოლო მატჩში თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევას: მეტოქეებს ხომ აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო მოტივაცია აქვთ ჩემპიონატში. თანაც, მოქმედი ჩემპიონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ პირველი წრის გამარჯვებული გახდეს (ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ უმთავრესმა კონკურენტმა თბილისის "დინამომ" ქობულეთში წააგოს).ზუგდიდი-დილა
დისკვალიფიკაცია: გაგა თიბილაშვილი, ზურაბ მალანია, გიორგი ქანთარია (ყველა - ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
16: +5=4 -7, 17-28
"ზუგდიდის" მწვრთნელ-ფეხბურთელები კი ფიქრით, ალბათ, მომავალ კვირაში გასამართი მატჩისკენ იქნებიან: ამ ქალაქის გუნდს ხომ დიდი ხანია საქართველოს თასის ნახევარფინალში არ უთამაშია და აი, ამის რეალური შანსიც გაჩნდა...
12.12. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: გაგა გაზდელიანი (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
6: +1=0 -5, 5-17
იმისთვის, რომ "მერანმა" პირველი წრე ბოლო ადგილზე არ დაამთავროს, ეს მატჩიც უნდა მოიგოს და იმის იმედადაც უნდა იყოს, რომ უშუალო კონკურენტი "ზუგდიდი" შინ დამარცხდეს (თანაც, დიდი ანგარიშით).მერანი-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: გაგა გაზდელიანი (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
6: +1=0 -5, 5-17
არადა, მოვლენების მსგავსი განვითარება, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოგვიდგენია: ჩემპიონატში ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის "გამოძახილიც" არის ის ფაქტი, რომ ბათუმის "დინამო" ნელ-ნელა მიუახლოვდა პირველ სამეულს.
თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შოთა ჭეიშვილის გუნდს "ეტაპობრივად" უბრუნდებიან ტრავმამოშუშებული წამყვანი ფეხბურთელები, რომელთა არყოფნამაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია ბათუმის "დინამოს" ასპარეზობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"