უმაღლესი ლიგა. XV ტური: "გურია" და "კოლხეთი" დაზავდნენ

AutoSharing Option
11 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ლანჩხუთში "გურიამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში ვანო წილოსანმა გახსნა, ფოთელებმა კი გოჩა კვარაცხელიას გოლით 70-ე წუთზე გაათანაბრეს.

ლანჩხუთის "გურიას" 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, 18 ქულით მე-11-ეა "კოლხეთი".

დღესვე ტურის კიდევ ერთ მატჩში თბილისის "ლოკომოტივი" "ცხინვალს" დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება. XV ტური შაბათს დასრულდება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XV ტურის წინათქმა:
მშვიდობიანი ფინიშის მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული