შუქურა-დინამო (თბ) 1:3 - "დინამო" სანახევროდ ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქობულეთელებმა თავიდან აქტიურად დაიწყეს და "დინამოს" კართან სახიფათო პოზიციიდან რამდენიმე ჯარიმაც შეასრულეს. ერთხელ ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას მერაბ ურიდია ცდილობდა, მერე - გრიგოლ დოლიძე, მაგრამ ორივემ ბურთი კარს ააცილა.

"დინამომ" აქტიურად ამის შემდეგღა შეუტია, მცირე მონაკვეთში სამი კუთხური ჩამოაწოდა და კარშიც რამდენჯერმე დაარტყა, მაგრამ ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი გურულის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა ჯიღაურის შეტევა მეკარე აზამატ ჯიოევმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიში გახსნა - 0:1.

ეს მისთვის ჩვეული ამბავია - დასწრებებზე
კარგი თამაშის დამსახურებაცაა, გიორგი 12 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი რომაა...

58-ე წუთზე ქვილითაია საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს და დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და "შუქურა" გადარჩა.

მალე ქვილითაიამ ფლანგიდან ჯიღაურის ჩინებულ გადაცემას კარის წინ თავი დაუხვედრა, მაგრამ მეკარე ჯიოევმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ქობულეთელები აშკარა გოლისგან იხსნა.

კიდევ ორჯერ "შუქურა" ძელმა გადაარჩინა, თუმცა მასპინძლებმა იქით მოახერხეს გატანა. დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ მეკარეს გიორგი ჩელებაძე აუხტა და თავური დარტყმით ბადე შეარხია - 1:1.

თუმცა აქ კურიოზი მოხდა - მასპინძლებს ეგონათ, რომ გოლი არ ჩაუთვალეს და მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება... გააპროტესტეს.

ქობულეთელებს დაწინაურებაც შეეძლოთ: მერაბ ურიდია კარის წინ გაიხსნა და "მაკრატელათი" ცდილობდა გატანას, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

"დინამომ" მაინც მოიგო. კუთხურიდან ლობჟანიძის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ქვილითაიამ გაგზავნა, კარის წინ მყოფმა გურულმა კი ფეხი დროულად გასწია და თბილისელები კვლავ წინ გაიყვანა - 1:2.

ბოლო წუთზე მათე ცინცაძისგან საჯარიმოსთან ბურთი ჯიღაურმა მიიღო და ზუსტი დარტყმით მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა - 3:1.

სხვათა შორის, ჯიღაურმა 15 მატჩში მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირებში მე-6 ადგილზეა, რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია. "დინამომ" კი ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და პირველი წრე გამარჯვებულის რანგში დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
12.12. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 ქვილითაია (33. ჯიღაურის პასით), 1:1 ჩელებაძე (71. დოლიძის პასით), 1:2 გურული (82. ქვილითაიას პასით), 1:3 ჯიღაური (90. ცინცაძის პასით)
შუქურა: ჯიოევი - ჭეიშვილი, გეგეჭკორი, ბრაჭული, კომახიძე (56. ე. ლობჯანიძე) - თარხნიშვილი, შარიქაძე, დოლიძე, ჩელებაძე, ჩალაძე - ურიდია (76. კერძევაძე).
სათადარიგოები: მოწყობილი, ცხოვრებოვი, ლ. ანანიძე, ინგოროყვა, ჭანუყვაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
დინამო (თბ): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გურული - ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე (88. ჭელიძე) - იაშვილი (65. ლობჟანიძე), ქვილითაია (84. არაბული).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, თევზაძე, ჭანტურია, ვოლკოვი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ჯანელიძე (40), რენე ფერეირა (45), ბრაჭული (62), ჯიღაური (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული