იმის ფონზე, რომ გუნდში დიდი ფინანსური დავალიანებაა, თვიური სახელფასო ბიუჯეტი 189 ათას ლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის განმავლობაში, პრემიების სახით, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გაიცა.
Sportall.ge-მ გორის "დილას" ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
როგორც კლუბის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, გასულ საფეხბურთო სეზონში "დილამ", სუბსიდიის სახით, 1 მილიონ
მიმდინარე სეზონში, სუბსიდიის სახით, "დილამ" მხოლოდ 293 ათას 750 ლარი მიიღო და ეს თანხა ამ მომენტისთვის სრულად არის ათვისებული, სულ კი, დაფინანსების სახით, "დილა" 2015/16 წლების სეზონზე ადგილობრივი თვითმმართველობისგან 1 მილიონ 290 ათას ლარს მიიღებს, რადგან გუნდის ბიუჯეტი სწორედ ამ ოდენობით არის განსაზღვრული. გამოდის, რომ 2016 წლის იანვრიდან, გორელებს 996 ათას 250 ლარი დაემატებათ.
მიმდინარე წელს "დილამ" დამოუკიდებლად საკმაოდ მსხვილი შემოსავლები მიიღო. თანადაფინანსება მერიიდან - 10 241 ლარი, სტადიონის იჯარა - 7 500 ლარი, სუპერბეთი - 45 000 ლარი, ტერიტორიის იჯარა - 100 ლარი, სტადიონის ანძის გაქირავებიდან შემოსავალი - 7 548,39 ლარი, სფფ - 270 000 ლარი, "დილა"-"პარტიზანის" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა - 23 540 ლარი, უეფა - 500 000 ევრო ექვივალენტით ლარში, ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან შემოსავალი - 49,50 ლარი, ბანკის პროცენტი - 24,03 ლარი.
უეფადან მიღებული შემოსავალი ყველაზე დაბალი კურსით - 2,40 ლარის ექვივალენტით რომ დავიანგარიშოთ, 1 320 000 ლარი გამოდის, მთლიანობაში კი გუნდმა მხოლოდ დამატებითი შემოსავლებით - 1 მილიონ 684 ათასი ლარი მიიღო (1 684 002, 92) მხოლოდ მიმდინარე წელს!
"დილას" დამატებითი შემოსავლების დეტალური ხარჯთაღრიცხვაც აქვს - ბანკის სესხის პროცენტის დაფარვა - 54 770,35 ლარი, სპორტული ინვენტარი - 46 536 ლარი, სტადიონის რეკონსტრუქცია - 112 017,83 ლარი, აუდიტის მომსახურება (ლიცენზირება) – 9 499 ლარი, პრემია - 504 714 ლარი, საწევრო ლიცენზირების - 2000 ლარი, ხელფასი - 720 989,74 ლარი, მივლინება ქვეყნის გარეთ - 336 876 ლარი. დახარჯული თანხა 1 მილიონ 787 ათას 402 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს.
"დილას" ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 189 ათას 144 ლარს შეადგენს, რაც მხოლოდ პირველ წრეში (აგვისტო-დეკემბერი) 945 ათას 720 ლარია. კიდევ ხუთი თვე რომ დავამატოთ, 1 891 440 ლარი გამოდის.
საინტერესოა, გუნდმა, რომელმაც დამატებითი შემოსავლები და სახელმწიფოს სუფსიდია სრულად აითვისა, როგორ აპირებს არსებობის გაგრძელებას, თუკი მუნიციპალიტეტიდან 996 ათას 250 ლარიღა აქვს მისაღები, მხოლოდ მისი სახელფასო ბიუჯეტი კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, 945 ათს 720 ლარი იქნება.
გუნდში სულ 50 ადამიანია დასაქმებული, აქედან 30 ფეხბურთელია, რომელთა ხელფასის ოდენობა კლუბმა, ორმხრივი ხელშეკრულების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, გაასაიდუმლოა.
2015 წელს "დილამ" კვებაში 20 196 ლარი დახარჯა. რაც შეეხება ხელშეკრულებებსა და ტენდერებს, პირდაპირი წესით, კლუბმა 240 კონტრაქტი გააფორმა. 11 ტენდერი გამოცხადდა, აქედან 7 გაფორმდა, 4 არ შედგა, სამი კი გადაუდებელი აუცილებლობით დაიდო. გორელებმა არსებული ხელშეკრულებების ფინანსური ღირებულებები არ წარმოადგინეს.
* * *
რედაქციისგან: Sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
ასევე იხილეთ:
"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება
ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?
ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები
დარწმუნებული ვარ ჩვენი ფულით ბევრი კანონსაწინააღმდეგოდ ივსებს საკუთარ ჯიბეს.
რაღაც მექანიზმი აუცილებლად უნდა მოიფიქროს ფედერაციამ და გააკონტროლოს ხარჯვითი ნაწილი. ხელფასებში უჯდებიან ფეხბურთელებს და ეს ფაქტები ბევრგან ხდება, ფაქტიურად მასიური სახე აქვს ამ ყველაფერს.