რა ცვლილებები მოხდება თბილისის "დინამოში" - ინტერვიუ კლუბის დირექტორთან

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ხუციშვილი და რომან ფიფია
თბილისის "დინამოს" დირექტორი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "დინამო" სულ მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. გარდა ამისა, საინტერესოა, რა ცვლილებები მოხდება გუნდში...

- როდის დაიწყებს "დინამო" მზადებას ახალი სეზონისათვის?
- 9 იანვარს შევიკრიბებით და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე წავალთ. მეტოქეთა ვინაობა ჯერაც დგინდება და არ მინდა, ვიჩქარო. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს. ერთ
-ერთია ბელორუსის ბატე. დავბინავდებით ბელეკში, სასტუმრო "სუსესიში".

- როდის გაცხადდება "დინამოს" ახალწვეულთა ვინაობა?
- მას შემდეგ, რაც გაიცხრილება უამრავი კანდიდატურა და არჩევანს გააკეთებს მთავარი მწვრთნელი. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, ყველა კანდიდატურას განხილვა სჭირდება. როგორც გითხარით, საბოლოო ვერდიქტს მთავარი მწვრთნელი გამოიტანს.

- "დინამო", ალბათ, მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას...
- რა თქმა უნდა! შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი. 9 იანვარს რომ შევიკრიბებით, უფრო მეტი გვეცოდინება წამსვლელ-დამრჩენებზე.

- ლეგიონერები რჩებიან "დინამოში"?
- კი, ლიბორ ჰრდლიჩკა და რენე ფერეირა თბილისის "დინამოში" რჩებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- საინტერესოა, "დინამოს" პოტენციურ ახალწვეულთა შორის გამოცდილი, მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები თუ იქნებიან?
- აქცენტს სწორედ გამოცდილ, ბევრის მნახველ კადრებზე გავაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხარისხის ვარსკვლავები იქნებიან, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ვგულისხმობ - ისეთებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან გუნდს. გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. თუნდაც ალექსანდრე იაშვილის მაგალითი ცხადყოფს ამას.

- აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებზე.

- ამბობენ, "დინამოს" მოჰამედ ბანგურას კანდიდატურა შესთავაზესო. მას ადრე "სელტიკში" უთამაშია...
- უკვე გითხარით, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა შემოგვთავაზეს. არჩევანს გააკეთებს მწვრთნელი, იმ პოზიციების მიხედვით, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბანგურას, პირადად მე არაფერი ვიცი ამ კანდიდატურის თაობაზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს კომენატრები ერტმა ადამიანმა დაწერა გამიზნუალდ, ამდენი დაუნახავო საიდან მოდის!! მერიამ თავის საქმეს მიხედოს!!! სისულეებს ნუ წერთ
tbiliseli
25 დეკემბერი 2015 11:43
0
ფიფიას რას ერჩით ვაბშე. ვირო მადლიო რა. ამ კაცმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დინამოსთვის პროსტა დანახვა უნდა მაგას. უმადურები ნუხართ. რაც შეუძლია ადაიანს დებს კლუბში და ბიძინას რაც შეეხება, მაგას ფულის დახარჯვა რო უნდოდეს ჩიხურა ყავს იქვე მარა ვხედავთ სადაც არი ჩიხურა.
Dato
25 დეკემბერი 2015 02:46
0
თბიილისის დინამო წელს ჩემპიონია
სსსსსსსსს
24 დეკემბერი 2015 21:05
0
ზაზა ფაჩულია ყველასთვის ბისაბაძი მაგალითია
ქართველი
24 დეკემბერი 2015 21:03
0
რა ბიძინასთვის დინამოს გადაცემას ითხოვთ? ბიძინას ფეხბურთში ფულის ჩადება რომ სდომებოდა საჩხერის ჩიხურაში ჩადებდა. თუ ვინმეს ფულის ჩადება უნდა, საქართველოში ბევრი კლუბია და გახდნენ მათი ინვესტორები.აშენებულ დინამოში თავი დაანებონ თავიანთი ბინძური ხელების ფათურს.
რაც შეეხება ფიფიას, მეც მაქვს მასთან გარკვეული შენიშვნები საკადრო პოლიტიკასთან და ტრანსფერებთან დაკავშირებით. მაგრამ ფიფიამ უაღრესად დიდი საქმე გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის, თუნდაც ინფრასტრუქტურული კუთხით დინამოში გაკეთებული საქმე(აკადემია).
ჩვენ, გულშემატკივრები ვდგავართ ფიფიას გვერდზე და არავის მივცემთ უფლებას უკანონოდ ჩაერიოს დინამოს საქმიანობაში.
georgiano
24 დეკემბერი 2015 20:30
0
რაგბში მაგრები ვართ!
საბარძნეთი
24 დეკემბერი 2015 20:02
0
ძლივს გუნდი რაღაცას დაემსგავსა და რა დღეში ხართ ხალხნო მსოფლიო ვარსკვლავები ნუ მოინდომეთ ეხლა
dato
24 დეკემბერი 2015 19:15
0
ვინ ხარ ბიჭო გლადიატორების სახელით რომ ლაპარაკობ? რა უფლება გაქვს? თუ კაცი ხარ მომწერე შენი პირადი ტელეფონი და შევხვდეთ, შენი სახელით რაც გინდა ის წერე ბიჭო, ფან კლუბის სახელს ნუ ამოეფარები, მითუმეტეს შენ რასაც წერ, ეგ ჩვენი ფან კლუბის პოზიცია არააა!!!
კობა კობაიძე
24 დეკემბერი 2015 19:11
0
გამოუშვით ფიფია სამტრედიაში ტუ ტქვენ არ გჭირდებათ ჩვენ გამოვიყენებთ
პაატა ხუჭუა
24 დეკემბერი 2015 18:21
0
თბილისის დინამოს დონის კლუბის გადარჩენა და დაფინანსება მარტო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსგავს მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო რომან ფიფია კი არაა იმდენად მდიდარი, რომ თბილისის დინამოს მსგავსი გრანდის დონის კლუბის დაფინანსება შეძლოს.
საბარძნეთი
24 დეკემბერი 2015 18:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული