თბილისის "დინამოს" სატრანსფერო გეგმები: ამისულაშვილი თითქმის, ლობჟანიძეც?

AutoSharing Option
ახალ წელს თბილისის "დინამო" ამაღლებული განწყობით შეხვდა. გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია და თასის ნახევარფინალის საგზურიც ჯიბეში უდევს.

ბოლო დღეების განმავლობაში "ლელომ" "დინამოსთან" დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველს. ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველ ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი თურქული "ქარშიაქადან".

გარდა ამისა, საინტერესოა თბილისელთა სხვა სატრანსფერო გეგმები და ისიც, თუ რომელ გუნდებს შეხვდება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თურქულ შეკრებაზე.

"ლელო" თბილისის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა. პირველი კითხვა მოსამზადებელ გეგმებს შეეხო:

"ახალი სეზონისთვის სამზადისს გუნდი 9 იანვარს დაიწყებს, 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის გადაწყვეტილია ორი სპარინგ-მატჩის გამართვა ბელორუსის ბატე-სა და უკრაინულ "კარპატისთან".

ამ დროისთვის, კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება სამ პოტენციურ მეტოქესთან და როცა ეს საკითხი გადაწყდება, აუცილებლად გაიგებთ... აქვე უნდა ვთქვა, რომ ძირითადი გუნდის პარალელურად, თურქულ შეკრებას გაივლის "დინამოს" დუბლშემადგენლობაც. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია", - ამბობს ხუციშვილი.

რაც შეეხება "დინამოს" სატრანსფერო გეგმებს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდის პირველი შენაძენი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი იქნება:

"ამისულაშვილთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ - ტრანსფერი ოფიციალურად რომ დადასტურდება და ფეხბურთელსაც წარვადგენთ, მხოლოდ ამის მერე ვიტყვით, რომ თემა დახურულია...

ამ დროისთვის, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები და ამ მოლაპარაკებების შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ", - ესეც ხუციშვილის სიტყვებია.

ამბობენ, რომ "დინამოს" სამიზნეში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე. მისი ამბები ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის - უჩას უთანხმოება მოუვიდა "ომონიას" ახალ მთავარ მწვრთნელთან. ის ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია და მხოლოდ ფორმის შენარჩუნების მიზნით ვარჯიშობს თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად.

ცხადია, ხუციშვილს ლობჟანიძეზეც ვკითხეთ:

"უჩა ლობჟანიძე გამორჩეული ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. ამასთან, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. წლებია, სტაბილურად თამაშობს უცხოეთში და ესეც, თავისთავად, ბევრზე მეტყველებს... მაგრამ ჯერ კონკრეტულად არ შემიძლია რაიმეს თქმა".

"დინამოს" დირექტორს ლუგანსკის "ზორიას" სერბი შემტევი ნახევარმცველის, 34 წლის ზელიკო ლუბენოვიჩის თაობაზეც ვკითხეთ. ამბობენ, "დინამოს" ეს ფეხბურთელიც აინტერესებსო. ხუციშვილი კი გვეუბნება:

"ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას...

ბოლოს, თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, მთელ საქართველოს, ყველა დინამოელს და ჩვენი გუნდის ქომაგებს მივულოცო ახალი წელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაი რა, პიროვნულად უჩას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ საკმაოდ სუსტი რგოლია ნაკრებშიც. მაგ პოზიციაზე ბევრად უკეთესი უცხოელი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია დინამოს. თორემ გაბალები ისევ გაგვაფარჩაკებენ რაც საკმაოდ მწარდ მახსოვს. არა და გეგუჩას აქვს გამოცდილება ჯგუფური ეტაპის დაძლევის.
gogia bijooo
04 იანვარი 2016 22:22
0
*დიმას და ნოდარიჩს* ლობჟანიძეს თავის პოზიციაზე ვინ ჯობია საქართველოში?? თუ გამოვიდა ეგ ტრანსფერი ძალიან კარგი!
Gogia
04 იანვარი 2016 18:12
0
პიროვნულად არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სათაური ისეთი აქმს ქვას გახეთქავს :))))))
რაღაცა იღონეთ, თორემ აგერ ამ ზაფხულს გაბალამ "გაგვაბაბალა", სირცხვილია, სირცხვილიიიიიი....
კარგია ჩვენები, ქართველები გუნდში, მაგრამ უმჯობესი იქნება გრძელვადიანი, ან საშუალოვადიანი პროგრამა მაინც რომ დაიწეროს და ახალგაზრდები ავიყვანოთ, მათ მივცეთ შანსი. თუ კარგები გამოდგნენ ვიცი რომ აღარ დარჩებიან დინამოში, მაგრამ უახლოესი ხუთი წელი მაინც უნდა დატოვო. ამ ყველაფერს დაწერა უნდა, გეგმაა საჭირო
გულშემატკივარი
04 იანვარი 2016 16:55
0
აუუ რა გაასწორა . ლობჟან მიაწექი შჰენი იმედი გვაქვს
deme
04 იანვარი 2016 14:02
0
აუუ რა გაასწორა . ლობჟან მიაწექი შჰენი იმედი გვაქვს
deme
04 იანვარი 2016 14:00
0
მიდი ლობჯააანნნ!!!
nika
04 იანვარი 2016 13:38
0
ამისულაშვილი გამოადგება გუნდს. ლობჟანიძე დიდი ვერაფერი, ნუ გააჩნია რამდენს მოითხოვს ხელფასს. თუ ბევრი მოითხოვა არ ღირს აყვანა, მაგ ხელფასად კარგ სამხრეთამერიკელ ან აფრიკელ ფეხბურთელს უპრობლემოდ ჩამოიყვან.
სერბი შემტევი იმედია არ განიხილება, 34 წლის მხცოვანი კაცი თან ზორიადან სირცხვილია. მესმის ჩისკოს დონის რომ იყოს.
სამხრეთ ამერიკას და აფრიკას მიეძალეთ, კაპიკებში მაგარი ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება, თან მერე სარფიანადაც გაყიდით.
georgiano
04 იანვარი 2016 13:27
0
ლობჟანიძესს არაააააააააააა!!!!!
ეეეეე
04 იანვარი 2016 12:36
0
ოგონ ლობჟანიძე არა რა
nodarichi123
04 იანვარი 2016 11:44
0
კაი რა რა ლობჟანიძე, ამისულაშვილი კი ბატონო, კარგი ბიჭია და გაგაძლიერებთ, მაგრამ უჩა არა რა, ნაკრებშიც დიდი არაფერია, ერთი ორი შეხვედრა აქვს ნორმალური ჩატარებული, უკეთესი ნახეთ რა. მერე რა რომ თავისუფალი აგენტია და უფასოა
dima
04 იანვარი 2016 11:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული