შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კუტალია "ზუგდიდში" მომხდარ საკადრო წმენდაში მოჰყვა.
"ჩემს თავს გაუგებარი ამბები მოხდა. ქობულეთის "შუქურაში" ვთამაშობდი და თავს კარგად ვგრძნობდი. შარშან ამ დროს, ზუგდიდიდან დამირეკეს და მითხრეს, ჩვენებური ხარ, გვჭირდები და დაგვეხმარეო.
მაშინ ქობულეთელებთან კონტრაქტი მაკავშირებდა და რევაზ ჩელებაძეს დაველაპარაკე - ჩემებს უჭირთ, გასავარდნ ზონაში არიან და გამიშვით, დავეხმარები-მეთქი. მან გამიგო და გამიშვა, მაგრამ ისიც მითხრა - ერთხელ მაგ
წავედი ზუგდიდში, დაიწყო სეზონი და ბევრი რომ არ გავაგრძელო, გუნდი უმაღლეს ლიგაში დავტოვეთ. კარგი შემადგენლობა გვყავდა და რთული თამაშებიც მოვიგეთ. ასეა თუ ისე, ჩემს "ზუგდიდს" დავეხმარე და გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში წვლილიც შევიტანე...
მაგრამ სეზონის ბოლოს ბევრი ფეხბურთელი გაგვიშვეს. როცა დავინტერესდი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, კლუბის ხელმძღვანელობისგან ასეთი პასუხი მივიღეთ - აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გადავიტანეთ და კონტრაქტს ვერ გაგიგრძელებთო.
სამწუხაროდ, ჩელებაძის სიტყვები ისევ წინ დამხვდა", - ამბობს კუტალია.
28 წლის ფეხბურთელი წუხს, რომ ნაადრევად ჩამოწერეს:
"ზუგდიდის" შემდეგ წავედი მარტვილის "მერანში", რომელსაც ფინანსურად უჭირდა. იქ ნახევარი სეზონი გავატარე და ახლა იქიდანაც წამოვედი.
ამჟამად, თავისუფალი აგენტის სტატუსით ვარ, შემოთავაზებები მაქვს და ჯერ ვფიქრობ, სად აჯობებს თამაში. მაგრამ ერთი კი ვიცი - ნამდვილად არ დავბერებულვარ და კარგ დონეზე ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"