SOS! შესაძლოა "ცხინვალმა" საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს

AutoSharing Option
არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ "ცხინვალის" ბანაკიდან - ფინანსური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ გამორიცხული არ არის, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს.

ვისაც ჯერ არს, უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოსთვის "ცხინვალი" რიგითი გუნდი არ არის. ცოტა ხნის წინათ კახა კაჭარავას შეგირდებმა ევროპალიგაზე ითამაშეს. მართალია, გუნდი რუმინულ "ბოტოშანთან" დამარცხდა ორმატჩიან დუელში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროპაში საქართველოს სახელით ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმე იყო.

სხვათა შორის, საამისოდ, ცხინვალელებს მიმდინარე სეზონშიც მშვენიერი შანსი აქვთ. გეხსომებათ, სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ახლახან
"როსტოვში" ნიკა კაჭარავა.

მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ცუდია ეს ფაქტი თუ მოხდება და ვურჩევ მთავრობას მიაქ იოს ყურადღება, მაგრამ აქვე მაინტერესებს, სად წავიდა კაჭარავას როსტოვში გაყიდვის თანხა? თუ იგივესთან გვაქ საქმე, წლების წინ ტორპედომ აშვეთიას კოპენჰაგენში გაყიდული ფულით, როგორც ხმები დადიოდა, ხელმძღვანელობის მანქანების ყიდვას მოახმარა? ცხინვალის ხელმძღვანელობას არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ თუ გასცემს პასუხს სად წავიდა ან თუ აწი ჩარიცხავენ როსტოვიდან, სად წავა ეგ ფული გასცემს პასუხს. პს. არც ტორპედოზე ვამბობ გადაჭრით ეს ფული ხელმძღვანელობამ მოიხმარათქო, მაგრამ დღემდე ეს თანხა რომელიც საკმაოდ დიდი იყო სად წავიდა ბუნდოვანებითაა მოცული.
Giorgi
13:25 22-01-2016
0
Eს რა უბედურება გვჭირს დღითიდღე უარესდება მდგომარეობა.რამე ხო უნდა გააკეთოს ფედერაციამ?!35 დან შვილი გადავიყვანე ცხინვალში და იქ უფასოდ ვარჯიშობდა,ჭაბუკთა ლიგაში გამოდის გუნდი და 14 წლის ბიჭისთვის დიდი გაკვეთილი არის უფროსებთან თამაში და იმედი რომელიც გვქონდა იმისა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ბავშვი ესეთი სიტუაციის გამო დღითიდღე კვდება,თუ ცხინვალი არენდას ვეღარ გადაიხდის ვეღარც ჩემი შვილი ივარჯიშებს და ალბათ მოგვიწევს დამშვიდობება ფეხბურთთან ისევე როგორც ბევრი წასულა გაჭირვების გამო ფეხბურთიდან.არადა მონაცემები კარგი აქვს ძაან სწრაფია,ორივე ფეხით გააქვს გოლები და თავითაც კარგად თამაშობს.თექნიკასთანაც კარგადაა და იმის მაგივრად ვფიქრობდეთ განვითარებაზე ვფიქრობთ საით წავიდეთ იმიტომ რომ საითაც გავიქეცით იქით წავიქეცით!დარწმუნებული ვარ ბევრია ჩვენნაირ მდგომარეობაში!śòś!!!
zviad
13:29 22-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული