SOS! შესაძლოა "ცხინვალმა" საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს

AutoSharing Option
არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ "ცხინვალის" ბანაკიდან - ფინანსური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ გამორიცხული არ არის, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს.

ვისაც ჯერ არს, უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოსთვის "ცხინვალი" რიგითი გუნდი არ არის. ცოტა ხნის წინათ კახა კაჭარავას შეგირდებმა ევროპალიგაზე ითამაშეს. მართალია, გუნდი რუმინულ "ბოტოშანთან" დამარცხდა ორმატჩიან დუელში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროპაში საქართველოს სახელით ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმე იყო.

სხვათა შორის, საამისოდ, ცხინვალელებს მიმდინარე სეზონშიც მშვენიერი შანსი აქვთ. გეხსომებათ, სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ახლახან
"როსტოვში" ნიკა კაჭარავა.

მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
1 ტრანსფერიდან შემოსული თანხა 600 000 $ სად წაიღეს ან უეფას გადმორიცხული თანხა ? უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ერთი კარგი რეფორმაა საჭირო ქართულ ფეხბურთში, ყველა ეს უქნარა კლუბის პრეზიდენტები,დირექტორები და ა.შ. სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს !!!
აკაკი-ტორპედო
22 იანვარი 2016 20:45
0
არ შეიძლება ჟურნალისტზე ჯოხის გადატეხვა და არ ვტეხავ, აქ ჟურნალისტი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა, ნუთუ კითხვა არ გაუჩნდა?? ან გვინდა ზოგადად ისეთი კლუბები, 5წლის მანძილზე ერთი თეთრი არ აუღიათ ტრანსფერში? ესეთი მენეჯმენტის კლუბები? ცხინვალზე იმიტომ მწყდება გული, ცდილობდა ეს კლუბი 6 თვიანი შემადგენლობები არ ყოლოდათ და სხვა კლუბებიდან განსხვავებით თავისი ხელწერა ქონდათ.
გიორგი
22 იანვარი 2016 17:51
0
გიკვირს კითხვებს რომ არ სვამენ?
ბატონმა კაკაურიძემ "არასასიამოვნო ამბავი შეიტყო", შეგვახსენა რომ ცხინვალმა ევროპის ლიგაზე იასპარეზა და დაასკვნა რომ - "მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...". საქმე გააკეთდა.

სხვა ქვეყნებში ჟურნალისტებს ჰაერში ყავთ აწეული ყველა ვინც კი კლუბებთან ოდნავ მაინც ახლოს დგას, დაწყებული კლუბის პრეზიდენტით, დამთავრებული ბაზის დამლაგებლით, ყველაფრის საქმის კურსში არიან, ეკითხებიან, იძიებენ, იკვლევენ ოფიციალურ ბუღალტერიას, აქ კი...
გიორგი,
22 იანვარი 2016 17:10
0
დავწერე კომენტარი, რომელიც მეორე გვეძზეა, და დავსვი კითხვა, სად წავიდა კაჭარავას ტრანფერის თანხა? და თუ კლუბი ახალგაზრდა პერსპექტიული, ჩემპიონატის ბომბარდირი ფეხბურთელის გასხვისებაში თანხას არ ითხოვს, ეგეთი მენეჯმენტის მქონე კლუბი შესანახია??? ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად sportall.ge ისა, მაინტერესებს ჟურნალისტმა ეგ კითხვე ი რატომ არ დასვა?
გიორგი
22 იანვარი 2016 16:05
0
როცა ხელფასს არ ან ვერ უხდი ფეხბურთელს, მაშინ ხელს ვერ შეუშლი მის სხვა გუნდში გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით
agenti
22 იანვარი 2016 15:02
0
ქართული ფეხბურთი გადაქცეულია პირდაპირი მნიშვნელობით ფულის შოვნის წყაროდ(ბიზნესში და დივიდენდებში არ აგერიოთ), რა წყაროდანაც შეუძლიათ, იქნება ეს დახმარება, სპონსორი თუ სხვა, შოულობენ და ჭამენ. როგორც ბიზნესს არავინ უყურებს ამ საქმეს ან ვინ უნდა შეხედოს.. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, სისტემა სრულად მოშლილია, უფრო სწორად სისტემა 25 წელია ვერ შევქმენით. ასე რომ საკლუბო ფეხბურთიდან შედეგს ნუ ელოდებით მეგობრებო. სამწუხარო რეალობაა, რომ არც ინვესტორი გვყავს, არც ბიზნესმენი, არც სახელმწიფო პროგრამა, არც პროფესიონალები ვინც ამ პროგრამას გაწერენ და იმპლემენტაციას გაუკეთებენ, არც ორგანიზებული ფან-კლუბები და არც ჯანსაღი ფეხბურთში გარკვეული ჟურნალისტიკა, ვინც ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს და გააკრიტიკოს. ყველა გადასულია ფულის "შოვნაზე", ვაი თქვენს პატრონს.
ნიკოლოზი
22 იანვარი 2016 14:52
0
დევნილი ბავშვები რომ გამორეკა კარგი იკო ერთი რამდენი დევნილი მუშაობს გუნდში
nodo
22 იანვარი 2016 14:47
0
დევნილი ბავშვები რომ გამორეკა სანაკოევმა და შელიამ კარგი იკო დაუბრუნოს სხინ ვალის გუნდი ვისაც ჩამოართვეს
nodo
22 იანვარი 2016 14:44
0
300ათასი ევრო ხომ უნდა მიიღონ კაჭარავას ტრანსფერში?
ზაზა
22 იანვარი 2016 14:23
0
ან ძაან დაღლილი ვარ სამსახურისგან ან რაღაც პრობლემა მაქ , ვერ გავიგე რაში ჭირდება ამ გუნდს დახმარება?
გიორგი
22 იანვარი 2016 14:18
0

სიახლეები პოპულარული