ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში რუმინელებმა გახსნეს - საჩხერელთა შეცდომით ბოიანმა ისარგებლა და დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, მეკარეს კი ბურთი ხელებში გაუძვრა. "იასმა" მეორე გოლიც შორი მანძილიდან გაიტანა.
ამის მერე საჩხერელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და ბესიკ დეკანოიძემ ეფექტური პენალტით სხვაობა შეამცირა - 1:2. შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა მიხეილ სარდალიშვილი და წონასწორობა აღადგინა - 2:2.
ჩიხურა: კაკალაძე (კუპატაძე), კორიფაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე (მეგრელიშვილი), დობროვოლსკი, განუგრავა, ენუქიძე (ჭანკოტაძე), კირკიტაძე, (სარდალიშვილი), ვოლკოვი (ხარაბაძე), კუჭუხუძე (დეკანოიძე).
მომდევნო საკონტროლო მატჩიც "ჩიხურამ" რუმინულ კლუბთან, კერძოდ, "ტიმიშოარასთან" გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა - 2:0. 34-ე და 61-ე წუთებზე გოლები ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. ამით "ჩიხურამ" მეორე იმერული კლუბის, ქუთაისის "ტორპედოს" ჯავრი იყარა.
ჩიხურა: კუპატაძე (მწყერაშვილი), კაკაშვილი (კორიფაძე), კაშია, რეხვიაშვილი, მეგრელიშვილი (ჩიკვაიძე), დობროვოლსკი, განუგრავა, ჭანკოტაძე (ენუქიძე), კირკიტაძე (სარდალიშვილი), ჯოხაძე (ვოლკოვი), კუჭუხიძე (დეკანოიძე).
საჩხერელთა თამაშების განრიგი ასეთია: 3 თებერვალს "ჩიხურა" პლოვდივის "ლოკომოტივს" შეხვდება, 5-ში - სლოვენიის "დომჟალეს", 6 თებერვლის სპარინგისთვის კი მეტოქე მალე გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ კლუბის ბოლო შენაძენი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი დავით ვოლკოვია. ის საჩხერეში იჯარით, მაისის ბოლომდე ითამაშებს. მანამდე კი "ჩიხურაში" თამაში გადაწყვიტეს დავით კირკიტაძემ (ქუთაისის "ტორპედო"), თემურ კაკალაძემ ("შუქურა") და გიორგი რეხვიაშვილმა (თბილისის "დინამო").
სინჯებზე არიან გურამ ენუქიძე და ტყიბულის "მეშახტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაბაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"