ცხინვალი-მიკა 1:1 - სოსო ჩახვაშვილმა სომხებსაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" კახა კაჭარავას გაწვრთნილი "ცხინვალი" სომხურ "მიკას" დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

პირველი გოლი სომხებმა გაიტანეს. თავი "მიკას" რუსმა ლეგიონერმა იგორ შუმილინმა გამოიჩინა.

78-ე წუთზე ცხინვალელთა კარში პენალტი დაინიშნა. ალექსეი კისელიოვის დარტყმული ქართული გუნდის მეკარე გიორგი ნადირაძემ მოიგერია.

ანგარიში 82-ე წუთზე გათანაბრდა. თავი ირანული "საბა ქომიდან" სამშობლოში დაბრუნებულმა სოსო ჩახვაშვილმა გამოიჩინა, ვინც "ცხინვალს" გოლი "გურიასთან" წინა სპარინგშიც შეაწია.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, გორგიაშვილი, ქარდავა, ლექვთაძე, ქოჩლაძე, ივანიშვილი; მეორე ტაიმი: ნადირაძე, ფირცხალავა, ბუთუევი, კაჭკაჭიშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე,
მახარობლიძე, ქარდავა, ლობჯანიძე, გორელიშვილი, ჩახვაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული