
"ტორპედომ" მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-10 წუთზე გუნდის ახალწვეულმა ვანო წილოსანმა გახსნა. 16 წუთში გიორგი ქიმაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი გიორგი კუხიანიძემ მეტოქის კარი მესამედ აიღო- 3:0.
"ტორპედო" არც მეორე ტაიმში გაჩერებულა. 55-ე წუთზე თავი გუნდის ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. მეხუთე გოლი შაკო ფურცხვანიძემ გაიტანა, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩერნოგორიელებმა
მომდევნო შეხვედრას "ტორპედო" ბულგარული "ვერეია სტარას" წინააღმდეგ 6 თებერვალს გამართავს.