სკანდალი: "ზუგდიდმა" საკონტროლო მატჩი კოსოვოს გუნდთან ჩაატარა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი "ზუგდიდი" შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, აი, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და ფეისბუქის გვერდზე თამამად აქვეყნებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

თამაშის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle, რომელიც "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის იური ბაკალოვის კომენტარს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ გამარჯვება. მე მსმენია კოსოვოზე,
მაგრამ არა გუნდ "ფერონიკელიზე". მათი თამაშის დონით გაოცებული ვარ. თქვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავთ, ტექნიკურად კარგად თამაშობთ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ნაწილობრივ მოხარული ვარ, თუმცა, უფრო კარგადაც შეეძლოთ თამაში. მაგრამ ვაღიარებ, რომ თქვენ გუნდთან შეხვედრა არ იყო მარტივი" , - აღნიშნა ბაკალოვმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განაცხადებას სულ მალე გააკეთებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
კოსოვო აღიარა მთელმა მსოფლიომ, ის სხვა ამბავია რომ ჩვენთვის ცუდი ფაქტია თან სერბები ისტორიულად კარგად არიან დაკავშირებული ჩვენთან მაგრამ ფაქტია. ოლიმპიადაზეც როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე ასპარეზობდა. რა ვქნათ ოლიმპიადაზე რომ მოგვიწიოს შეხვედრა უარი ვთქვათ?
123
07 თებერვალი 2016 11:31
0
გუნდის ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს.ბაკალოვი კი განთავისუფლდეს მწვრთნელის თანამდებობიდან.....
OnTARIo
06 თებერვალი 2016 21:33
0
2 დღის წინ დაიწერა რო ზუგდიდი მორიგ თამაშს კოსოვოს გუნდს რო ეთამაშებოდა, ზუგდიდის მესვეურებმა თუ არიცოდნენ, ეს ფედერაცია რას მიკეთებს........
gio
06 თებერვალი 2016 21:22
0
არავითარი შეცდომა არ არის, ეს მიზანმიმართულად კეთდება იმ არსებებისგან, ვისაც მიაჩნია რომ თუ ისინი არა, მაშინ საერთოდ არავინ, თვით ქვეყანაც არ უნდა იყოს.
.-ს
06 თებერვალი 2016 21:15
0
Zaza-ს ვიცი მეგობარო მაგრამ მოხდა სასწაული და აფხაზეთის ნაკრები გამოვიდეს ნებისმიერ სპორტის სახეობაში ოფიციალურად ხომ არ ვეთამაშებით არა?! იგივეა ისიც არ არის განსხვავება გარკვეულწილად
_svani_
06 თებერვალი 2016 20:52
0
ჩემი აზრით, "ზუგდიდი" უნდა მოიხსნას გათამაშებიდან, ხოლო ეს ბაკალოვია თუ ბაკლანოვი, უნდა გაძევებული იქნას საქართველოდან მგლის მუხლით.
levani kaxeti
06 თებერვალი 2016 20:51
0
დომენტი სიჭინავას ხელი ხომ არ ურევია?!))
დომენტი?
06 თებერვალი 2016 20:20
0
სვანი-ს
ეგ თამაში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის(ასაკობრივებში)ოფიციალური მატჩი იყო და უარის შემთხვევაში დისკვალიფიკაცირებული ვიქნებოდით
Zaza
06 თებერვალი 2016 20:05
0
ეს არაპატრიოტიზმი და უპასუხისმგებლობაა და სამუდამოდ უნდა აეკრძალოს საფეხბურთო სამიანობა იმათ ვინც ეს თამაში "გაჩარხა".
აპიაწ ანტი ევროპეისკი
06 თებერვალი 2016 19:45
0
სერიოზული შეცდომა დაუშვეს ზუგდიდელებმა.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
ამას თუ გავატარებთ ხვალვე სომხები აფხაზეთში მოაწყობენ "ზბორებს"
(აპირებდნენ კიდეც, ორი კვირის წინ)
ფერნანდო
06 თებერვალი 2016 19:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული