მერანი-ქინიქსპორტი 2:3 - ნიკა საბანაძე მარტვილში გოლით მივიდა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" თურქულ შეკრებაზე ადგილობრივ ქვედალიგელ "ქინიქსპორთან" 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას შეგირდებმა სოლიდური უპირატესობა ხელიდან გაუშვეს.

მარტვილელთაგან გოლები ნიკა საბანაძემ (რომელიც ცოტა ხნის წინ ჩერკასკის "დნიპროში" ვარჯიშობდა და ერთ-ერთ მატჩში გოლიც შეაგდო) და ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანეს.

მერანი: მამალაძე, გიორგაძე (ი. ციცხვაია), ორბელაძე, მელიავა (გოგოლაძე), გეგია (კენჩხაძე), ჯღამაია, კიკნაველიძე, ჯიქია, ხაბელაშვილი (აშორტია), ჩიმაკაძე, საბანაძე.

"მერანი" 9 თებერვალს თურქეთში კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ორი დღის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებისთვის ადგილზე მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქინიქსპორტი, ჩერკასკის დნიპრო მოკლედ რაა
შაკო
14:41 08-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული