ზვიად ჯელაძე თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად რჩება

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელას" ხელმძღვანელობამ ზვიად ჯელაძეს გადადგომის განცხადება არ დაუკმაყოფილა. ასე რომ, 42 წლის სპეციალისტი კვლავაც იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელია.

ეს ამბავი 29 თებერვალს კლუბის პრესსამსახურმა გვამცნო.

"საპოვნელა" ჩემპიონატის განახლებას იმედით ხვდებოდა - სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. ჯელაძემ გუნდში არაერთი ცნობილი ვეტერანი მიიყვანა - გიორგი სომხიშვილი, დავით ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, დავით ბოლქვაძე, ალეკო კოშკაძე, ჯაბა დვალი... აგრეთვე, შედარებით ახალგაზრდები - ლევან შარიქაძე, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ნარიმანიძე, მიხეილ ვაჭარაძე, გიორგი ბიბილეიშვილი...

მაგრამ მეორე წრეში "საპოვნელა" სამივე შეხვედრაში დამარცხდა: თბილისის "დინამოსთან"
(1:2), "სამტრედიასთან" (0:3) და ბოლოს "გურიასთან" (0:2). ახლა გუნდი 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

როგორც ჩანს, "საპოვნელას" ხელმძღვანელობა ჯელაძეს ჯერ კიდევ აძლევს შანსს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვარჯიშობს გუნდი?რას ფიქრობენ სიონთან თამაშზე?
გიორგი
15:22 01-03-2016
0
იცით რას ვფიქრობ?ორი თამაშით ასეთი რეაქცია რატომ არის გუნდზე,თქვენზე მეტად უნდა ფეხბურთელს მითუმეტეს პროფესიონალს გამარჯვება,,ვითომ ვეტერაებიო,არაგრცხვენიათ? ევროპაში იშვიათად ჰყავთ კლუბებში პატარები,თკვენ არც პასუხის ღირსი არახართ,არც იმ ბიჩჭების ღირსნი რადგანაც არ აფასებთ მათ,,
luka
18:14 01-03-2016
0

სიახლეები პოპულარული