ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა "სამტრედიამ", რომელმაც შინ "ზუგდიდს" ლაშა შერგელაშვილის დუბლით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია დაიბრუნა. ახლა "სამტრედიასაც" და "დილასაც" 44 ქულა აქვთ, ლიდერ თბილისის "დინამოს" 11 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე ორი უპასუხო გოლი გაუტანა "ჩიხურამ" ივანწმინდაში გამართულ საშინაო მატჩში ბათუმის "დინამოს", ხოლო ქობულეთში "შუქურამ" თბილისის "ლოკომოტივს" სძლია - 2:1.
გოლი არ გასულა "სიონი"-"საბურთალოსა" და "ცხინვალი"-"ტორპედოს" მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ ტური 17 მარტს, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა"
ტურის დარჩენილი ორი მატჩი შაბათს, 19 მარტს გაიმართება. თერჯოლის "საპოვნელა" ზესტაფონში ფოთის "კოლხეთს" მიიღებს, ხოლო ლანჩხუთში "გურია" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზუგდიდი 2:0
გოლი: 1:0, 2:0 ლაშა შერგელაშვილი (33, 74).
გაძევება: ვალიკო ტყემალაძე (65, ზუგდიდი).
18.03. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 დავით ვოლკოვი (2), მიხეილ სარდალიშვილი (72).
18.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 თორნიკე მოსიაშვილი (15), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (22), 2:1 დავით ჩაგელიშვილი (62).
გაცუდებული პენალტი: რატი არდაზაშვილი (68, ლოკომოტივი).
18.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 0:0
18.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ცხინვალი-ტორპედო 0:0
გაძევება: დავით მაისაშვილი (61, ცხინვალი).
ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-დილა 0:1 - თავდაყირა დამდგარი ლოგიკა [VIDEO]