ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია

AutoSharing Option
პირველი ლიგის 27-ე ტურში, ზუგდიდის "ოდიში 1919"-მა მარნეულის "ალგეთს" 5:4 მოუგო. ეს შეხვედრა ლევან კუტალიამ ძალიან კარგად ჩაატარა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ზუგდიდელთა 27 წლის ფეხბურთელმა თავი შემდეგ ტურშიც გამოიჩინა - "ჭიათურასთან" გასვლაზე 1:1-ით დასრულებულ მატჩში გუნდმა ქულა სწორედ მის გოლით მოიპოვა.

"ოდიში 1919"-ის ყოფილი უფროსი მალხაზ ჭეჟია ამბობდა, რომ პირველ ლიგაში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე გვიმხელს, რომ პირველ ლიგაში დიდხანს გაჩერებას აღარ აპირებს.

"სამწუხაროა, რომ "ოდიშის" გაძლიერება მხოლოდ მეორე წრეში
დაიწყო. ეს შემადგენლობა სეზონის დასაწყისში რომ შეეკრიბათ, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში აუცილებლად გადავიდოდით.

სამწუხაროდ, ახლა ლიდერებთან სხვაობა ლიდერებთან იმდენად დიდია, რომ მათი დაწევა და უამღლესში გადასვლა უკვე არაეალურია. თუმცა, გუნდი კარგად თამაშობს. მიხარია, რომ ბოლო ტურში თავი გამოვიჩინე.

ქობულეთის "შუქურადან" წამოსვლის შემდეგ "ზუგდიდში" ჩავირიცხე და იქიდან გაუგებარი მიზეზით გამომიშვეს. ასე მოვხვდი პირველი ლიგის გუნდში, სადაც მხოლოდ მოსამზადებლად მოვედი და გამომადგა კიდეც. ფორმაში შევედი, 10 თამაშში 7 გოლი გავიტანე და ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს.

ეს რეალურია, რადგან საკმაოდ კარგი შემოთავაზებები მივიღე. ამიტომ, ზაფხულში უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში გადავალ", - ამბობს კუტალია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამოდი ლევან შუქურაში ზუსტად ეს გუნდია რომელსაც ჯირდები და რომელიც შენ გჯირდება რთელისთვის როდესაც იმ ქალაქის გირსებას იცავ სადაც დიდ პატივს გცემს
tornike nogaideli
11:44 17-04-2016
0

სიახლეები პოპულარული