საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIX ტური: დაბრუნებაც ასეთი უნდა!

AutoSharing Option
წარმატებული გამოდგა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას დაბრუნება მშობლიური ქალაქის გუნდში: ამ ბოლო დროს არასტაბილურად მოასპარეზე "რუსთავმა" მიმდინარე სეზონში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: "რუსთავისაგან" განსხვავებით, სატურნირო თვალსაზრისით, "მერცხალი" ზემოტივირებული იყო და გია ჩხაიძის დამოძღვრილი გუნდიც წარმატებული სერიის (ზედიზედ სამი მოგება) გაგრძელებას ვარაუდობდა.

თუმცა, მასპინძლებმა "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს არ უღალატეს და ქარიან ამინდში შეკრებილი რუსთაველი გულშემატკივრებიც გაახარეს. გახარებულნი ტოვებდნენ სტადიონს ქალაქის ხელმძღვანელებიც: მატჩს ესწრებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქის
საკრებულოს წევრთა სოლიდური რაოდენობა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ბექა ზაქრაძემ ისეთი ეფექტური რეიდი განახორციელა, თქვენი მოწონებული. თუმცა, ამ მატჩის პირველი და, ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი მომენტი სტუმრებმა შექმნეს: ნიკოლოზ ხინთიბიძემ ბურთი მოედნის სიღრმიდან მიიღო, მეურვეს სისწრაფეში აჯობა და მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ 21 წლის ტარიელ ხაინდრავამ სიტუაცია ჩინებულად შეაფასა და საკუთარი გუნდი აშკარა ხიფათისაგან იხსნა.

აი, ეს იყო და ეს - აქედან მოყოლებული, მატჩის ბოლომდე, სახიფათო მომენტები მხოლოდ სტუმართა კართან იქმნებოდა და საბოლოო შედეგიც არავის უნდა გაუკვირდეს. თუმცა, ერთი შანსი "მერცხალს" მეორე ტაიმშიც ჰქონდა, როცა გამოცდილი გოგა ფიფიას პასით ამირან აბუსელიძე ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ იმ დროისთვის მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ და საერთოდაც, თამაშს სრულად აკონტროლებდნენ.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ზვიად მეტრეველმა: "რუსთავის" კაპიტანმა ჯერ გიორგი გოცაძის მშვენიერი პასის მერე გაიტანა ეფექტური გოლი, მეორე ტაიმში კი გიორგი ჩიკვაიძისა და ლევან მაჭავარიანის ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა დიდი აღმავლობით ჩაატარეს და ვიდრე ზვიად მეტრეველი "დუბლს" შეასრულებდა, ბექა ზაქრაძესა და გიორგი ჩიკვაიძეს შეეძლოთ ანგარიში უფრო სოლიდური გაეხადათ, მაგრამ ილია მაღრაძემ თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა.

თუმცა, "მერცხალის" მეკარე უძლური იყო "რუსთავის" ახალგაზრდა ფეხბურთელების წინაშე: 19 წლის ბაჩანა მიქელაძემ (18 წლის ავთანდილ გუჯაბიძესთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში უშეცდომოდ რომ მოქმედებდა) თავისივე წამოწყებული რეიდი ეფექტური და ზუსტი დარტყმით დაამთავრა.

მატჩის მიწურულს კი 19 წლის გიორგი გოცაძემ მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთხელ გაილაღა და მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ 18 წლის გიორგი დევიძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ასეთი სხვაობით "რუსთავმა" ამ სეზონში პირველად მოიგო, მაგრამ საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის: გუნდმა საკმაოდ ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა ისეთ მატჩში, სადაც, ერთი შეხედვით, მოტივაცია არ უნდა ჰქონოდა...

16.04. რუსთავი. "ფოლადი"
რუსთავი-მერცხალი 4:0
1:0 ზ. მეტრეველი (18), 2:0 ზ. მეტრეველი (70), 3:0 ბ. მიქელაძე (77), 4:0 გ. დევიძე (89)
რუსთავი (4-2-3-1): ტ. ხაინდრავა - გ. გოცაძე, ს. ჯიოშვილი (87. გ. ბუზალაძე), ლ. ბერუაშვილი, გ. მინდორაშვილი - ა. გუჯაბიძე, ბ. მიქელაძე (80. გ. დევიძე) - გ. ჩიკვაიძე (87. ბ. გოცაძე), ლ. მაჭავარიანი (81. გ. ბერიძე), ბ. ზაქრაძე (66. რ. ბარამიძე) - ზ. მეტრეველი.
სათადარიგოები: ლ. ტაბატაძე, მ. ძიძიგური
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მერცხალი (4-1-3-2): ი. მაღრაძე - გ. ჭეიშვილი, მ. აფხაზავა, ს. ჩიგოგიძე (75. ნ. ჭკუასელი), ზ. ელიავა - ვ. ჯაყელი - ს. ბახია (75. ზ. ციკოლია), გ. ფიფია, ლ. ინგოროყვა - ნ. ხინთიბიძე, ა. აბუსელიძე (75. გ. კვერენჩხილაძე).
სათადარიგოები: შ. გუჯაბიძე, ნ. მაჭავარიანი, მ. ანდღულაძე, ლ. დარჩია
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
გაფრთხილება: ს. ჯიოშვილი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

16.04. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა"
ოდიში 1919-ლიახვი 2:1
0:1 თ. შათირიშვილი (7), 1:1 შ. გვაზავა (13), 2:1 ლ. კუტალია (43)
ოდიში: ვ. ჩანგელია, დ. წულაია (90. გ. სართანია), ლ. აკობია, ლ. ღონღაძე, რ. გაგუნი, რ. დემიანოსი, შ. გვაზავა, ბ. გაბედავა, ლ. ქანთარია (61. დ. კუტალია/90. შ. თოლორაია), ლ. კუტალია, ა. ფარჯიკია.
სათადარიგოები: გ. ხარებავა, თ. გვასალია, გ. ფურცელაძე, ლ. გულორდავა
მწვრთნელი: სერგეი ჟიცკიი
ლიახვი: ნ. დაუშვილი (46. ბ. აფციაური), ო. ტოლმასოვი, ა. ინწკირველი (15, ვ. ჯელიევი), ვ. ლომაშვილი, მ. ჯიქია, მ. კოჩიევი, ი. ფუხაევი (46. შ. გაბრიჭიძე), თ. შათირიშვილი, გ. გოგიჩაიშვილი, ც. ბუკია (46. ს. ლომია), ლ. ლოლაევი (46. ლ. წოწონავა).
სათადარიგოები: გ. ცხადაია, ფ. მარაქველიძე
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გაფრთხილება: ლ. კუტალია, შ. გვაზავა - მ. კოჩიევი, ო. ტოლმასოვი, ნ. დაუშვილი, ვ. ჯელიევი
არბიტრი: ბ. გლუშჩუკი

16.04. წალენჯიხა. "საშა კვარაცხელია"

სქური-ბორჯომი 2:0
1:0 გ. სალია (31-პენ), 2:0 ნ. შელია (67)
სქური: დ. კეკელიძე, ნ. შელია (90. თ. ფიფია), პ. ცხვიტარია, გ. პაჭკორია, ლ. გაბუნია (15. ლ. მორგოშია), გ. შელია (86. გ. კრასოვსკი), გ. სალია, დ. ქირია, კ. ბარამიძე (75. ს. კოტი), ლ. კუკავა (90. დ. ძიძიგური), ი. დეისაძე.
სათადარიგოები: გ. ბერიშვილი, დ. გაბიჩვაძე
მწვრთნელი: აკაკი კუპრეიშვილი
ბორჯომი: ბ. შეყრილაძე, გ. მემარნიშვილი, დ. ლომაია, გ. ხუბუა, ბ. გედენიძე (46. ი. ცნობილაძე), ლ. თედიაშვილი, დ. კირვალიძე (87. ს. ალიტორქამანი), მ. ახალაია, ა. მესხი, ი. პავლიაშვილი, მ. როსტიაშვილი.
სათადარიგოები: ი. ფირცხალავა, ნ. ლომიძე, ვ. ჯოჯუა, ს. ზუროშვილი
მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
გაფრთხილება: ს. კოტი - ა. მესხი, ი. ცნობილაძე, ბ. შეყრილაძე
არბიტრი: გ. ვარდიძე

16.04. ქედა. ცენტრალური
ბეთლემი-ჩხერიმელა 1:0
1:0 გ. კახიანი (28)
ბეთლემი: ლ. ბექთაშევი, თ. ხარებავა, ნ. ჯობინაშვილი, ა. ბაჯელიძე, კ. მაკარიანი, ი. ბაჯელიძე, გ. ზოიძე, ა. ჯანელიძე, მ. მამულაძე (57. ი. სამნიძე), გ. კახიანი, ზ. ტუღუში (90. ვ. ივანიაძე).
სათადარიგოები: ჯ. გორგაძე, ნ. ქორიძე, ე. ერქომაიშვილი, ლ. ნინიკაშვილი, გ. რომანაძე
მწვრთნელი: ავთანდილ კუნჭულია
ჩხერიმელა: შ. გოგიაშვილი, ი. ვეკუა, ჯ. გაბუნია, თ. ჩადუნელი (85. ა. ეგუტიძე), ო. ცარიელაშვილი, ო. კურტანიძე, ა. სულაძე, თ. ბარბაქაძე, გ. სანიკიძე (54. კ. მიკუჩაძე), გ. ცაგარეიშვილი, მ. აშვეთია.
სათადარიგოები: ბ. ოკრიბელაშვილი, ი. მღებრიშვილი, მ. ჩხარტიშვილი, მ. სეკო, გ. კიკნაძე
მწვრთნელები: გიორგი შავგულიძე, პაატა ლურსმანაშვილი
გაფრთხილება: მ. მამულაძე, ლ. ბექთაშევი - მ. აშვეთია, კ. მიკუჩაძე
არბიტრი: დ. სანოძე

სხვა მატჩები
ვიტ ჯორჯია-ჭიათურა 0:0
ალგეთი-კოლხეთი (ხ) 2:2
სამგურალი-მეშახტე 1:2
მაჭახელა-იმერეთი 1:1
სამეგრელო-გაგრა 1:2

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიახვი 29 19 8 2 78-24 65
2. კოლხეთი 29 14 9 6 47-25 51
3. ვიტ ჯორჯია 29 14 9 6 50-24 51
4. ბორჯომი 29 14 8 7 36-27 50
5. გაგრა 29 15 1 13 49-34 46
6. სამგურალი 29 14 3 12 53-39 45
7. ოდიში 29 12 6 11 42-50 42
8. რუსთავი 29 10 10 9 31-27 40
9. ბეთლემი 29 12 3 14 40-54 39
10. მეშახტე 29 9 10 10 24-25 37
11. სქური 29 9 9 11 28-30 36
12. იმერეთი 29 8 10 11 28-46 34
13. ჭიათურა 29 7 12 10 32-42 33
14. მაჭახელა 29 7 10 12 28-41 31
15. ჩხერიმელა 28 8 6 14 28-46 30
16. სამეგრელო 29 7 7 15 23-44 28
17. ალგეთი 29 7 7 15 24-43 28
18. მერცხალი 28 6 8 14 36-56 26

გამოტოვებული მატჩი
20 აპრილი
ჩხერიმელა-მერცხალი

XXX ტური
24 აპრილი
ლიახვი-ვიტ ჯორჯია
კოლხეთი (ხ)-სქური
ბორჯომი-ბეთლემი
გაგრა-სამგურალი
მეშახტე-რუსთავი
იმერეთი-ოდიში
ჩხერიმელა-სამეგრელო
ჭიათურა-ალგეთი
მერცხალი-მაჭახელა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ არის ლიახვის მფლობელი თუ იცის ვინმემ?
imereli
10:17 20-04-2016
0
1. ლიახვი 29 19 8 2 78-24 65
2. კოლხეთი 29 14 9 6 47-25 51
3. ვიტ ჯორჯია 29 14 9 6 50-24 51
4. ბორჯომი 29 14 8 7 36-27 50
5. გაგრა 29 15 1 13 49-34 46
6. სამგურალი 29 14 3 12 53-39 45

Mishka
04:45 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული