"კოლხეთის" გენ-დირექტორი ფოთელ გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "დინამოსთან" საშინაო შეხვედრა 1:3 წააგო. მატჩის დროს გულშემატკივრებმა არბიტრ ლევან კვარაცხელიას რამდენიმე გადაწყვეტილება გააპროტესტეს, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას კი მოედანზე პლასტმასის ბოთლიც ისროლეს.

ამის თაობაზე, "კოლხეთის" გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძალიან კარგი და ძლიერი ფანკლუბი გვყავს, რომელიც ყველას ნაღდი გულშემატკივრობის მაგალითს აძლევს.

მაგრამ მიუღებელია ზოგიერთი ქომაგის იმგვარი გამოხდომები, რომლებსაც "დინამოსთან" შეხვედრაში ჰქონდა ადგილი. მით უფრო, იმის ფონზე, რომ ფოთში ფეხბურთის
დასაბრუნებლად კლუბის ხელმძღვანელობამ, სფფ-სთან ერთად, დიდი სამუშაო გასწია.

ამიტომ მოთამაშეებსა და ფოთელ გულშემატკივარს მეტი მოთმინება მართებთ", - ამბობს ბარქაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
vaxvax სირცხვილია კუთხურობას რაას ნიშნავს? საერთოდ რა დაწერე ვერ მივხვდი შენ მემგონი მარტო თბილის გგონია საქართველო თვალებიი გახილე ცოტა და ეცი ყველა კუთხეს პატივი რო ბოიდალობ რაღაცეებს....
114455
15:16 26-04-2016
0
აქ დაწერილ სტატიებს თუ დაუჯერებ, გამოდის რომ ქართულ ფეხბურთს მსაჯები სძირავენ... პ.ს. რამდენიმე დღის წინ, რაგბში საქართველოს ჩემპიონატის პლეიოფის თამაშს ირლანდიელი მსაჯობდა და ორივე გუნდის მოთამაშეები ქართველ ასისტენტებს სთხოვდნენ, რომ მსაჯთან ორიოდ სიტყვა შეეწიათ... შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში სულ კოლინას რომ დააწყებინონ მსაჯობა, მაინც მისი ბრალი იქნება ქართული ფეხბურთის ასეთი ყოფა :(
მდაჰ...
14:42 26-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული