უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: ჩემპიონი "დინამო" სამტრედიაში დამარცხდა

AutoSharing Option
30 აპრილს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემოპიონატის უმაღლესი ლიგის XXVII ტურის შვიდი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში ჩატარდა, სადაც ევროთასების საგზურისთვის მებრძოლმა ადგილობრივმა გუნდმა უკვე გაჩემპიონებული თბილისის "დინამო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დაძაბულ თამაშში მსაჯმა მოედნიდან სტუმართა სამი, ხოლო მასპინძლების ერთი ფეხბურთელი გააძევა.

ტური დღის ბოლოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრით დასრულდება, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" გორის "დილას" უმასპინძლებს. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 გივი იოსელიანი (18), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (29), 2:1 დავით ჯიქია (56).
გაძევება: ნიკოლოზ გელაშვილი (დინ. 80), ბექა მიქელთაძე (დინ, 88). გიორგი ახალაძე (სამტ, 90), ოთარ კაკაბაძე (დინ, 90).

ზემო ეწერი
ზუგდიდი-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ხარაიშვილი (88).
გაძევება: ირაკლი ქობალია (ზუგ, 67), ლევან წურწუმია (ზუგ, 90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 9), 1:1 ზურაბ მალანია (15), 1:2 ვაჟა ტაბატაძე (22), 1:3 ოთარ კვერნაძე (45), 2:3 თორნიკე მოსიაშვილი (89).

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 გიორგი ციმაკურიძე (20), 1:1 გიორგი ციმაკურიძე (ავტ. 43).

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-ჩიხურა 1:3
გოლები: 1:0 ირაკლი კვეკვესკირი (1), 1:1 დავით ვოლკოვი (14), 1:2 გიორგი რეხვიაშვილი (32), 1:3 ლაშა კუჭუხიძე (39).

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (51), 1:1 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 54), 1:2 ლაშა ქოჩლაძე (83), 1:3 ზვიად ლობჟანიძე (90).

ზესტაფონი. დავით აბაშიძე
საპოვნელა-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი ბუხაიძე (პენ. 35), 1:1 ბექა ჭკუასელი (61), 2:1 გიორგი ტყეშელაშვილი (79).

30.04. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
ლოკომოტივი-დილა
მკითხველის კომენტარები / 19 /
მიშა 63

მაგ "კუთხურობის" გამოა რომ დინამოს სტადიონზე 100 მაყურებელი და 600 პოლიციელი ესწრება თამაშს მხოლოდ.
ისე კი თბილისის რომელ გენეტიკურად წმინდა თბილისურ უბანში ხარ "დამზადებული" წმინდა ზავადსკოი თბილისური სბორკის, ისე რომ სოფელ რაიონიდან კაციშვილი არ გყავს გენეალოგიაში ა?
რათ გინდათ ფეხბურთი თუკი სტადიონზე იმის 1/20 არც დადის რაც ქუთაისში,სამტრედიაში ან ფოთში?
Guadua
11:43 02-05-2016
0
karlo

მაგარი იუმორის გრძნობა გქონია.
ქუთაისელი კაცი მუდამ რადიკალ-მაქსიმალისტია, ან მაქსიმალურად პესიმიზმში ვარდება,ან მაქსიმალურად ოპტიმიზმში.
იმედია მომავალ წელს ჯერ კიდევ უმაღლესში იქნებით და შეეცდებით ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდეთ,მერე კი წლების განმავლობაში ალბათ ჩემპიონობასაც მოიპოვებთ.

დინამოს კონკურენტი მხოლოდ ტორპედო შეიძლება იყოს.-------ეს განაცხადი კი ზედმეტად არამართებულია სხვა კლუბების, განსკუთრებით დილა, სამტრედია, ჩიხურას მიმართ, ცოტა ტაქტიც რომ დაიცვა არაფერი ცუდი არ მოხდება. თქვენს კლუბს თქვენმა კომენტატორმა დაუმარცხებელი უწოდა და მის მერე მიყოლებით 3 მატჩი წააგო "დაუმარცხებელმა" :)
Guadua
11:34 02-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული