ლევან კობიაშვილი: არ მინდა, საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც კობიაშვილი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ლაპარაკობს.

"მოდი, ასე ვთქვათ: არ მსურს, რომ საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს. ეს, უპირველესად, ისევ ფეხბურთის ინტერესშია. მაგრამ სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იმიტომაც შეიქმნა, რომ პრობლემები რეალურად არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმიც ამიტომ გავაფორმეთ და მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მემორანდუმი არ არსებობდა. არსებულ ინფორმაციებს ფედერაციაშიც ვაანალიზებთ. ამაში მემორანდუმიც გვეხმარება. პლუს, უეფა რეპორტებს გზავნის, ფედერაციის წარმომადგენლები ყველა
ლიგაში ვესწრებით თამაშებს, რადგან გვსურს, საეჭვო მატჩების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი აქტიურობით ეს შესაძლებელი გახდება. ამას ემსახურება ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაც. როცა ყველა თამაშს მნიშვნელობა აქვს, ქულას კი - თავისი ფასი, ეს რისკებსაც ამცირებს და გარკვეული ადამიანების ზრახვებსაც ანეიტრალებს.

ფეხბურთია და ყველგან რაღაც ხდება ან ჭორები გორდება, მაგრამ ფაქტები თუ გამოვლინდება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ", - აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
egrejobia

......

თქვენ გინდათ რომ ბრმა კოპირება მოახდინოთ სხვა ქვეყნებში გაკეთებულის ,ისე რომ მინდორზე გასულთა მენტალობა, ცხოვრების,აზროვნების წესი, მათი უნარები, მიდრეკილებები არ გაითვალისწინოთ, თქვენ გინდათ ნიანგი ჩიტად აქციოთ, ხელში კლიუშკა დააკავებინოთ და ჰოკეი ათამაშოთ?ეს არ გამოვა,არ გესმით და არ გამოვა.
ვერცერთი უცხოელი ვერავითარ დიდ ტროფეის ქართულ კლუბებს ან ნაკრებს ვერ მოაგებინებს.
რაღა შორს მიდიხარ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის რამოდენა სხვაობაა ნახე. უმაღლსის 16 კლუბიდან 10 დასავლეთისაა, პირველი ლიგის 18 დან 13 დასავლეთისაა, მატჩებზე დასწრების 90% დასავლეთ საქართველოზე მოდის, კიდევ რა გინდათ რომ აგიხსნათ?ეს ქვეყნის შიგნითაა ამოდენა სხვაობა და თქვენ გინდათ გერმანული, დანიური სტილი დანერგოთ საქართევლოში?არ გამოვა ეს არასოდეს. ამიტომაც არავითარი გამართლება არა აქვს 10 კლუბიან ლიგებს ჩვენთვის,ეს მხოლდო მაფიოზებისათვისაა გაამრთლებული. ფეხბურთი საქართველოში რეგიონებისაა და პირიქით იქ გაშალეთ არეალი, მეტის სტიმული და ინტერესი მიეცით,აი რაა საზრუნავი დ არა შენი საცოდავი და უკბილო ხუმრობა :
=მოგება 1 ბურტით 3 ქულა, 2:1 - 3.5 ქულა, 3:2 - 3.8 ქულა. 4:3 - 3.9 და ა.შ.=

ხომ ხვდები რამოდენა სისულელე დაწერე არა? :)
jango
17:19 10-05-2016
0
მოგება 1 ბურტით 3 ქულა, 2:1 - 3.5 ქულა, 3:2 - 3.8 ქულა. 4:3 - 3.9 და ა.შ.
ზოგიერთს თავის თავი რა გენიოსი გონია . 10 გუნდიანი ამათმა ზეპირად კი არ შემოიღეს აფსუა დომენტასავით, როცა მოვიდა 10 გუნდაზე და დაგვტოვა 16 გუნდით და უფეხბურთოდ. მთელ ევროპას გადახედეს და იქედან აიღეს. გაიგეეე? რაც შეეხება გაზაფხულ შრემოდგომას. ეგ იმიტომ გაკეთდა მოედნები რომ არ გივარგა და თან იქნებ ევროს 1; მე-2 და მე-3 ეტაპს ფორმაში შეხვდე.
ჩაწყობით კიდე ვერ ხედავ კუთხურებს, აუტებს, ყვითლებს და ვისი ვისაშია იმაზე მიდის გამაზვები.
egrejobia
15:59 10-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული