ჩვენი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები, თავდაპირველად, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, "ტორპედოს" მატჩს დაესწრნენ, შემდეგ კი კლუბის ბაზა მოინახულეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.
თუ რატომ და რა მიზნით სტუმრობდნენ მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები კლუბს, უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "ტორპედოს" შეძენითაა დაინტერესებული. შევიტყვეთ ისიც, რომ ჟორდანია
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინაც იყო საუბარი ჟორდანიას მიერ "ტორპედოს" შესაძლო შეძენის თაობაზე, თუმცა მაშინ ჟორდანიამ უარყო ხმები და აღნიშნა, რომ მზად იყო, "ტორპედოს" ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში რჩევების სახით დახმარებოდა.
ჟორდანია ფულს აკეთებდა მაფიოზურად, ეხლა ნაღდ ფეხბურთში ფული კეთდება უკვე პროფესიონალურ დონეზე, კანონიერად, უმაღლესი დონის მენეჯერების დახმარებით.
ამას ქვია ნახტომი უკან.