სფფ-ის აპელაციის ორგანოს ოთხმა კლუბმა მიმართა

AutoSharing Option
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა 10 მაისს ოფიციალურად ამოიწურა.

საჩივარი გადაწყვეტილებაზე აპელაციის ორგანოში ოთხმა კლუბმა შეიტანა: ქუთაისის "ტორპედომ" (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით), მარტვილის "მერანმა" (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით), თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" და ცხინვალის "ლიახვმა" (ორივე კლუბმა ეროვნულ ლიცენზიასთან დაკავშირებით).

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო განიხილავს საჩივრებს და აპელანტ კლუბებს გადაწყვეტილებებს შეატყობინებს 17 მაისამდე.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ ოსეთის პირველობა ხომ არ ჩაგვეტარებინა
dito
06:03 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული